in

IDS ბორჯომი საქართველო ტყის აღდგენის პროექტს უწყვეტად აგრძელებს!

ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე, ტყის აღდგენა-განახლების პროექტს საფუძველი IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით  წლების წინ ჩაეყარა.

დღემდე, #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი-ს ეგიდით, აღდგენილია 4 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი და დარგულია 20 000-ზე მეტი ნერგი. ტყის აღდგენის პროცესში,  კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, უამრავი ადამიანი მონაწილეობდა. ხუთი წელია პროექტი ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. დღეს კომპანიასა და არაერთ გულშემატკივარს, ბუნების სიყვარულთან ერთად, ბორჯომის აღდგენილი ტყეც აერთიანებს. IDS ბორჯომი საქართველო თითოეულ მათგანს მადლობას უხდის ბუნების გულშემატკივრობისთვის.

პანდემიის მიუხედავად, ტყის აღდგენა გრძელდება. იმედია, მალე ყველას მოგვეცემა ახალი ნერგების დარგვის შესაძლებლობა. მანამდე კი გიზიარებთ ამ პროექტის შესახებ შექმნილ ვიდეოს.

[პარტნიორის კონტენტი]

Tiktok კონკურსი და ინოვაციური AR ეფექტები აჭარაბეთისგან

11 სექტორი საფონდო ბირჟაზე, სადაც ინვესტიციის ჩადება შეგიძლიათ