ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, „IDS ბორჯომი საქართველოს“ მინერალური წყალი „ბაკურიანი“, მომხმარებელს, აპლიკაციას Water Balance (წყლის ბალანსი) სთავაზობს – დღეიდან, Water Balance-ის სასმელების კატეგორიაში, შესაძლებელია „ბაკურიანის“ არჩევა.
როგორც კომპანიაში ამბობენ, Water Balance (წყლის ბალანსი) ეს არის მარტივი და ფუნქციონალური მობილური პროგრამა, რომელიც ინდივიდუალური მონაცემების (ასაკი, სიმაღლე, წონა, ცხოვრების წესი, დღის განრიგი და რეჟიმი) გათვალისწინებით, მსურველებს დაეხმარება, ყურადღება მიაქციონ, აკონტროლონ და დათვალონ ორგანიზმში, დღის განმავლობაში მიღებული წყლის ბალანსი.
„აპლიკაციის შექმნის დროს, გავითვალისწინეთ მომხმარებლების ინტერესები და თანამედროვე ტენდენციები. სწორედ ამიტომ აპლიკაცია მარტივად გამოყენებადი (User Friendly) და თავსებადია ყველა სახის მობილურ სისტემაზე (Gadgets). მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ ნოვატორები და სიახლეები დავნერგოთ ბაზარზე. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და წყლის მოხმარების კულტურის განვითარება „ბაკურიანის“ მთავარი მიზანია. აპლიკაციის საშუალებით, შეგიძლიათ იზრუნოთ როგორც თქვენს თავზე, ისე თქვენი ოჯახის წევრებზე და ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან აკონტროლოთ ორგანიზმში წყლის ბალანსი, იქნებით სახლში, სამსახურში, ქუჩაში, კაფეში, სპორტულ დარბაზში თუ სხვაგან“ – ამბობს „ბაკურიანის“ ბრენდ მენეჯერი სალომე ბეჟიტაშვილი.
WATERBALANCE 2.0-ის აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია AppStore-სა და Google Play-ში და მისი ჩამოტვირთვა უფასოდ არის შესაძლებელი.
[R]