18 ნოემბერს, Rooms Hotel Tbilisi-ში ევროპული ბიზნესსკოლის IE (Instituto de Empresa) Business School-ის დღე – IE Insider Day Tbilisi გაიმართება. ღონისძიება ორიენტირებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ბიზნესითა და ინოვაციებით არიან დაინტერესებულები და სურთ მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში (MBA). ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, თუმცა დარეგისტრირება – აუცილებელი.
IE Business School, Financial Times-ის რეიტინგში, პირველია ესპანეთის ბიზნესსკოლებში, ხოლო, ევროპის მასშტაბით, მე-3 ადგილს იკავებს.
IE Business School სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ნეთვორქინგ სესიებზე დასწრებით, კომუნიკაცია დაამყარონ უნივერსიტეტის ცნობილ კურსდამთავრებულებთან.
ღონისძიების სპეციალური სტუმარი იქნება: Christina Stathopoulos. მის ვორქშოფზე დასასწრებად უნდა დარეგისტრირდეთ. 
[R]










