in

იაპონელი მილიარდერი მთვარის გარშემო მოგზაურობას 8 ადამიანს დაუფინანსებს

უფრო შორს, ვიდრე ადამიანი პლანეტა დედამიწიდან წასულა…

veon
veon

როგორც უკვე იცით, SpaceX  2023 წელს მთვარის გარშემო პირველ კომერციულ ფრენას განახორციელებს. იაპონელმა მილიარდერმა, იესაკუ მიეზავამ კი გადაწყვიტა, ამ ყველაფერში საკუთარი წვლილიც შეეტანა და განაცხადა, რომ შეარჩევს 8 ადამიანს, რომელსაც კოსმოსურ მოგზაურობას სრულად დაუფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ იესაკუ მიეზავა და ილონ მასკი ამის შესახებ ჯერ კიდევ 2018 წელს საუბრობდნენ, თუმცა მაშინ მხოლოდ ხელოვანების წაყვანა იყო დაგეგმილი. თუმცა მისიის ახალი სარეკლამო ვიდეოდან ვიღებთ, რომ კრიტერიუმით შეზღუდვა აღარ მოქმედებს და DearMoon-ის (ასე უწოდებს პროექტს მილიარდერი) კარი მთელი მსოფლიოსთვის ღიაა. “დავიწყე ფიქრი, რომ იქნებ თითოეულ ადამიანს, ვინც რაიმე შემოქმედებით საქმიანობას ეწევა, შეიძლება მხატვარი ეწოდოს” – ამბობს მიეზავა. მთლიანობაში მთვარის გარშემო სამოგზაუროდ 10-12 ადამიანი გაემგზავრება.

ვიდეოში მიეზავასთან ერთად ილონ მასკიც ჩნდება და ამბობს: “უფრო შორს, ვიდრე ადამიანი პლანეტა დედამიწიდან წასულა”… კოსმოსური მოგზაურობა საკმაოდ დიდ მანძილს მოიცავს – დედამიწიდან მთვარემდე და შემდეგ მთვარის ირგვლივ შემოვლა, რათა დედამიწელები საკუთარ პლანეტას დაუბრუნდნენ. მასკის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ Starship საკმაოდ უსაფრთხო იქნება ადამიანების ტრანსპორტირებისთვის.

DearMoon-ის შერჩევის პროცესი ჯერჯერობით არ არის მკაფიოდ განსაზღვრული, თუმცა ერთი რამ, რაც დაზუსტებით ვიცით ის არის, რომ ეკიპაჟის შერჩევა 2021 წლის ივლისამდე გაგრძელდება. მისიაში ჩასართავად კი რეგისტრაციას მათსავე საიტზე შეძლებთ, რომელიც 14 მარტამდე გაგრძელდება.

ვანო საგინაშვილი – #პირველისამსახური

ნახეთ: Film Asylum-ის ყველა ნამუშევარი მხოლოდ 103 წამში