in

Ieyoka, თბილისის საკონცერტო დარბაზში, 24 მაისს

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, Ieyoka, თბილისის საკონცერტო დარბაზში, 24 მაისს, საღამოს 8 საათზე, კონცერტს გამართავს.

შეზღუდული რაოდენობის ბილეთები თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებსა და ონლაინ, www.biletebi.ge-ზე იყიდება.

Ieyoka ნიგერიული წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსია, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ არტისტად მიიჩნევა. მის მუსიკალურ ვიდეო-კლიპებს მილიონობით ნახვა აქვს ინტერნეტ სივრცეში. Ieyoka-ს ყველაზე ცნობილ ტრეკს, “Simply Falling”-ს, 27, 000, 000-მდე ნახვა აქვს.

Ieyoka თბილისში დიდი პოპულრობით სარგებლობს. კონცერტის დაანონსებიდან ორი კვირაში ბილეთების 70% გაიყიდა.

Ieyoka თბილისს კომპანია „ალთერ ვიჟენ ჯგუფი“-ს მოწვევით, ყოველთვიური მუსიკალური ლაივ კონცერტების ფარგლებში ესტუმრება. მანამდე „ალთერ ვიჟენ ჯგფი“-ს ორგანიზებით ისეთი ცნობილი მუსიკოსების კონცერტები ჩატარდა, როგორიცაა: Beth Hart, Akua Naru, DDT.

სიზმარი ქართველი სპეციალისტების დადებით და უარყოფით თვისებებზე

ნუ გეშინიათ ფინანსური ტერმინების !