in

ჩიტები ცაზე კვალს რომ ტოვებდნენ – ბარსელონელი ფოტოგრაფის პროექტი

ჩიტებს ცაზე ფრენის კვალი რომ დაეტოვებინათ, როგორი იქნებოდა ცა? ესპანელმა ფოტოგრაფმა ხავი ბოუმ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ვიზუალურად სცადა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეუძლებელია ჩიტების მიერ, ცაზე მოხაზული ფრენის ტრაექტორიის ვიზუალურად აღქმა. „უხილავის ხილულად“ ქცევას, 38 წლის ფოტოგრაფმა,  5 წელი მოანდომა.

„როგორც ნატურალისტმა, მე მოვიარე მსოფლიოს სხვადასხვა მხარე, იმისათვის, რომ ველური სამყარო მენახა“, – ამბობს ბოუ. მან დაიწყო ფოტოგრაფიული ტექნიკის შემუშავება, რომელიც დაეხმარებოდა ბუნების მიმართ დიდი სიყვარულის გამოხატვაში. ასევე, ჩიტების იმ მშვენიერების დანახვაში, რომელიც აქამდე არავის შეძლებია.

პროქტისთვის, ბოუმ შეარჩია ისეთი კამერა, რომელიც მისცემდა დიდი რეზოლუციით გადაღების საშუალებას. ჩიტების მოძრაობის ვიდეოზე აღბეჭდვის შემდეგ, მან დაამუშავა მასალა ისე, რომ განსხვავებული კადრები ერთ კადრად შეეკრა. ეს ჰგავდა ფილმის გადაღების პროცესს – მას არ შეეძლო წინასწარ ეწინასწარმეტყველა, თუ რას მიიღებდა. „ეს არის საოცარი წამი, როცა ქიმიური და სიურრეალური გამოსახულება იწყებს არსებობას“.

სანამ ბოუ აღნიშნულ პროექტზე მუშაობას დაიწყებდა, მან მიიღო ხარისხი გეოლოგიასა და ფოტოგრაფიაში. მუშაობდა, როგორც განათების ტექნიკოსი, მოდის ინდუსტრიაში და სტუდიის თანამფლობელი იყო. აღნიშნული პროექტი, მისი თქმით, მის ვნებასა და პროფესიას აერთიანებს. „ეს არის ტექნიკური გამოწვევა, მოიცავს ხელოვნებასა და ბუნებას. ეს არის ფოტოგრაფიისა და ბუნების დაკავშირება, რომელსაც ასე ვეძებდი“.

წყარო: National Geographic

“იყავით ერთად მაშინაც, თუ არ შეგიძლიათ”…

თბილისში ახალი სტუდენტური ქალაქი აშენდება