in

რა მოხდებოდა “გუგლი” რომ ადამიანი იყოს!

არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი იციან, მაგრამ მათზე ბევრი გუგლმა იცის. ალბათ ბევრ ჩვენთაგანს უფიქრია “რა მოხდებოდა “გუგლი” რომ ადამიანი იყოს” და ყველაფერს რეალურ ადამიანს ვეკითხებოდეთ.

ამ თემაზე ძალიან საინტერესო და სასაცილო ვიდეო გააკეთეს. CollegeHumor-მა “გუგლი” თავის ვიდეოში გააცოცხლა. სათვალეებიანი კაცი, რომელიც კაბინეტში ზის და მის კარებთან დაუმთავრებელი რიგებია. მას ყველა ყველაფერს ეკითხება და ყველა დარწმუნებულია, რომ სწორი პასუხი ზუსტად მან იცის.

ერთი რამ კი ნათელია, “გუგლი” რომ ადამიანი იყოს, ამდენი პირადი შეკითხვით ნამდვილად არ შევაწუხებდით…

ბათუმის ახალი ლოგო შერჩეულია! ACT-ი განცხადებას ავრცელებს

Nokia-მ კარტოფილში ენერგია აღმოაჩინა