15
Mar
2019

თუ მუდმივად დაკავებული ხართ, ამით ვერ იამაყებთ

15 Mar 2019

მხოლოდ ცუდი უფროსები ელიან, რომ მათი თანამშრომლები ყოველთვის დაკავებულები იქნებიან. ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც ძალიან ბევრი რამ ჩვენს გაჯეტებზეა დამოკიდებული და არა ჩვენს ადგილზე ყოფნაზე. თუ ინდუსტრიულმა რევოლუციამ გვასწავლა გვეთვალა საათები, გვეძებნა გამოსავალი თუ ეფექტურობა, დღეს, სამყარო განსხვავებულ რამეს გვთხოვს – ფიქრს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

გიხდიან ფიქრში? ეს შეიძლება სასაცილო კითხვად მოგეჩვენოთ. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ შემოსავალი თქვენი ფიქრის პროდუქტებისგან – იქნება ეს გეგმები, იდეები, მიზნები თუ სხვა რამ. დღევანდელ სამყაროში ფიქრი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე თქვენი დაკავებულობა.

შესაძლოა უფროსმა გითხრათ ასეთი რამ: „მე შენ ფიქრში კი არა, წერაში გიხდი“. აზროვნების ეს მოდელი კულტურის ნაწილია. ჩვენი უმეტესობა მოუცლელობით ამაყობს და ხშირად ჰყვება, როგორ გაატარა შაბათ-კვირა მუშაობაში. ასეთი ადამიანები უფრო საქმიანები ჩანან და უფროსიც კმაყოფილია.

არის, თუ არა მუდმივი დაკავებულობა უცნაურობა? და რეალურად, გეხმარებათ თუ არა ეს კარიერულ წინსვლაში? რა სარგებელი აქვს თქვენი დატვირთულობიდან ბიზნესს? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ანაწილებთ თქვენს ენერგიას, თუმცა, რაც არ უნდა იყოს, მუდმივ დატვირთულობას მოაქვს მეტი ზიანი, ვიდრე სიკეთე.

ComPsych Corporation-ის კვლევის (2017) მიხედვით, დასაქმებულთა 60% მაღალი სტრესის კატეგორიაშია და მუდმივი დაკავებულობა არის ამ სტრესის ერთ-ერთი უმსხვილესი მიზეზი. კვლევამ ასევე ცხადყო, რომ გამოკითხულთა 36%, სტრესის მიზეზით, ერთ საათს მაინც კარგავს ყოველდღიურად.

გჯერათ, რომ რაც უფრო მეტს აკეთებთ, მით უფრო პროდუქტიულები ხართ?
როცა თქვენი უფროსი ხედავს თქვენს აქტიურობასა და ჩართულობას თითოეულ პროექტში, მას უხარია. თუმცა, აქტიურობა არ არის მთავარი არც კომპანიისთვის, არც უფროსისთვის და არც თქვენთვის. მთავარია შედეგი. თქვენი საქმეების რიცხვის გაზრდით იკლებს კარგი შედეგის შესაძლებლობა.

არის მუდმივი დაკავებულობა ყოველდღიურობისგან, ან პრობლემისგან გარიდების საშუალება?
ზოგიერთ ადამიანს სჭირდება, რომ დაკავებული იყოს და ამაში არაფერია საშიში. თუმცა, უნდა იაზრებდეთ, რომ თქვენი ნევრული ენერგიისა თუ ყურადღების ცხოვრების სხვა ასპექტზე მომართვა, მეორეს დავიწყების მიზნით, კარგ შედეგამდე არ მიგიყვანთ. ერთი მხრივ, მუდმივი დაკავებულობა ნიღაბია იმ ადამიანისთვის, რომელიც ფიქრობს, რომ მისი იდეები არც ისე საოცარია. მეორე მხრივ კი, ეს არის თავის გამართლება იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც არასამსახურებრივ საათებში, ჩვენს ყურადღებასა და დროს ელიან.

შეგიძლიათ გაზომოთ თქვენი დაკავებულობის გავლენა?
ბიზნესი და დაკავებულობა განსხვავებული რამეებია. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რამდენად ღირს თქვენი ბიზნესი თქვენს მუდმივ დაკავებულობად?

ძალისხმევა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმისკენ გაქვთ მიმართული?
გადახედეთ თქვენს შესრულებულ და შესასრულებელ პროექტებს. ამდენი საქმის პირობებში, ხომ არ გრჩებათ გვერდით ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც სამსახურში გინდოდათ? ცნობთ თანამშრომლებს, რომლებიც ამა თუ იმ პროექტში გეხმარებოდნენ? ხომ არ დაკარგეთ თქვენი მიზანი? ორგანიზაციის მიზანი? ეს ყველაფერი თქვენს სამომავლო წარმატებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს და დიდი გავლენა აქვს საკუთარი თავით კმაყოფილებაზეც…

წყარო: Inc



განხილვა