in

რა პროდუქცია წარადგინა Vestel-მა ევროპის ერთ-ერთი უმსხვილეს გამოფენაზე

ევროპაში ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენა IFA 2019, რომელიც ბერლინში ტარდება, უკვე დასრულდა. ღონისძიებაზე ბრენდი „ვესტელი“, 3 000 მ2 ფართის სტენდით იყო წარმოდგენილი.

„კომპანია „ვესტელი“, რომელიც ტექნიკის ექსპორტს მსოფლიოს 155 ქვეყანაში ახორციელებს და 21 წლის განმავლობაში, თურქეთში ამ მიმართულების ლიდერია, „Smart Life 2030“ მიზნების შესაბამისად, ცდილობს, უზრუნველყოს ხალხის, საზოგადოებისა და ზოგადად, პლანეტის მომავალი კეთილდღეობა და აქცენტს განვითარების პერსპექტივის მქონე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების წარმოებაზე აკეთებს. საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც ელექტროენერგიისა და წყლის მინიმალურ რაოდენობას იყენებს, აქვს ფხვნილის გარეშე გარეცხვის ფუნქცია და ვაკუუმ მოწყობილობების გამოყენებით უფრო გამძლეა,  მყიდველთა დიდი სიმპათიით სარგებლობს“, – ამბობს Vestel International Trade-ის დირექტორი სედა კაია.

დღეს, ენერგორეზერვების შემცირების გამო, მომხმარებელი ცდილობს, ისეთი პროდუქტი შეიძინოს, რომელიც  ეკონომიური და ეკოლოგიურია. „ვესტელი“ ამ ტენდენციას დიდ ყურადღებას უთმობს და როგორც თავად ამბობენ, შემთხვევითი არ არის, რომ კომპანიის პროდუქტები ელექტროენერგიისა და წყლის დაზოგვის ლიდერებად გვევლინებიან.

 


„კომპანია „ვესტელის“ ახალ ჭურჭლის სარეცხ მანქანებს, რომლებმაც ამ გამოფენაზე ყურადღება მიიქცია ეკოლოგიური ტექნოლოგიებით, აქვს ხილისა და ბოსტნეულის რეცხვის ფუნქციაც. კვლევების თანახმად, ერთი ოჯახი ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად, დაახლოებით, 18 ტონა წყალს იყენებს. „ვესტელის“ ინოვაციური პროდუქტები მიზნად ისახავენ ამ ინდექსის შემცირებას. „ვესტელის“ ტანსაცმლის სარეცხ მანქანებს კი, რომლებიც  აღჭურვილია უნიკალური SteriliZone ტექნოლოგიით, არ სჭირდება დამატებით ქიმიური ნივთიერებების გამოყენება. მანქანის კარზე დამონტაჟებული სპეციალური წყარო, რომელიც ულტრაიისფერ სხივებს აფრქვევს, მოქმედებს ბაქტერიების გენეტიკურ კოდზე და ხელს უშლის მათ ხელახალ რეპროდუქციას“.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, IFA-ზე გამოტანილ „ვესტელის“ სხვადასხვა პროდუქტებს შორის ThawTech ტექნოლოგიამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, შესაძლებელია, დისტანციურად გაყინოთ საკვები მაცივრის საყინულეში.

 

„ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია Hydro Charge ტანსაცმლის სარეცხი მანქანა, რომელიც ძალიან ეფექტურია და ხელს უწყობს გარემოს დაცვას, რადგან სარეცხ საშუალებებს მცირე ოდენობით იყენებს. აღსანიშნავია, რომ მანქანა, Hydro Charge ტექნოლოგიით, ის ტანსაცმელზე წყალსა და ფხვნილს 14 სხვადასხვა წერტილიდან აფრქვევს, რითიც მათ უფრო ეფექტურად შეწოვას უზრუნველყოფს“.

IFA 2019-ზე, ტექნიკისა და დიზაინის მოყვარულთათვის, წარმოდგენილი იყო  100 ქვეყნის 1800- ზე მეტი პროდუქტი.

[R]

KFC, წყვილებს, ქორწილის ორგანიზებაში დაეხმარება

როგორ უნდა მოიქცეს ხელმძღვანელი, როდესაც მისი გუნდის წევრი შეცდომას უშვებს