1
Jul
2019

ქართველმა ფინანსისტმა გოგომ IFA-ს ჯილდო მოიპოვა [ვიდეო]

1 Jul 2019

IFA საერთაშორისო ფინტექ დაჯილდოებაა, რომლის მიზანია აღმოაჩინოს მსოფლიო ფინანსური სფეროს ტალანტები. წელს, დაჯილდოებაზე, სხვა ნომინაციებთან ერთად, გამოვლინდა “წლის ამომავალი ვარსკვლავი” (Rising Star Of The Year). ამ საპატიო ჯილდოს მფლობელი ქართველი ფინანსისტი გახდა – გოგონა არაქართული სახელით – ტერა ბოტინი. ტერა ბოტინმა ბიზნეს განათლება ჩიკაგოს ტექნოლოგიისა და ინოვაციის აკადემიაში, ბიზნესის მაგისტრატურაზე მიიღო, შემდეგ მოიპოვა CFA სერტიფიკატი. მუშაობდა სან-ფრანცისკოს ფინანსურ საკონსულტაციო კომპანია CCG-ში პერსონალურ ფინანსურ ასისტენტად. დღეს კი, საკუთარ კომპანიას Botin Assistants ფლობს. ჯილდოც, სწორედ, ამ კომპანიის სახელით მოიპოვა. დაჯილდოების შესახებ ტერა ბოტინი თავის ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი დღეა ცხოვრებაში.

 

 

განხილვა