in

IFCS 2023 – კიბერ უსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი

საქართველოს უნივერსიტეტისა და “ა(ა)იპ – ინტერნეტის განვითარების ინიციატივა” მიერ, უკვე მეშვიდე წელია კიბერ უსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი IFCS იმართება.

ფესტივალი მეშვიდე წელია ინარჩუნებს საერთაშორისო დონის სტატუსს ქართულ ბაზარზე, აღნიშნული მიმართულებით, ხოლო ყოველწლიურად, აღნიშნულ შეხვედრაზე, ყველა ის დაინტერესებული პირი, რომელიც დაკავშირებულია კიბერ უსაფრთხოებასთან და მასთან მონათესავე სპეციალობებთან, საკუთარი გამოცდილებებით უზიარებს სფეროში არსებულ სიახლეებს და გამოწვევებს.

აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ მოისმინონ საქართველოში არსებული გამოწვევები და ამ გამოწვევების პირისპირ მდგომი ორგანიზაციების მოხსენებები, როგორც კერძო სექტორიდან აგრეთვე სახლმწიფო უწყებებიდან.

აღნიშნულმა კონფერენცია ტრადიციად ჩამოყალიბდა და წლიდან წლამდე უფრო მეტად იზრდება ინტერესი და თემის ირგვლივ ინფორმაციის გაზიარების მოთხოვნა.

„აღნიშნული კონფერეციის იდეა შვიდი წლის წინ გაგვიჩნდა მე და ჩემ მეგობარს, ლადო სვანაძეს. მთავარი მიზანი ღონისძიების ჩატარების ის იყო, რომ ერთ სივრცეში შეგვეკრიბა ყველა დაინტე-რესებული პირი და გაეზიარებინათ საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება ერთმანეთისათვის, დღეს შვიდი წლის შემდეგ, ვფიქრობთ რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გაამართლა IFCS გახდა ერთგვარი ბრენდი, რომლის მიმართაც სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა, დასწრება თავისუფალია და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეგისტრირება ყველაზე საინტერესო თემების მოსმენა იმ საკითხების ირგვლივ, რომელიც კიბერუსაფრთხოებას ემსახურება.“ – სულხან სულხანიშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტისა და IT იფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი.

„ვფიქრობ, რომ დღეს საქართველში კიბერუსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ და განვიხილავთ უფრო მეტად განვვითარდებით და წავალათ წინ, ჩვენ გვაქვს რესურსი იმის რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელსაც შეუძლია რომ შექმნას ძალიან საინტერესო და მიმზიდველი კიბერ ცხოვრება“ – აცხადებს “ა(ა)იპ  ინტერნეტის განვითარების ინიციატივა”-ის დამფუძნებელი, ვლადიმერ სვანაძე.

აღსანიშნავია, რომ წელს IFCS 2023 უმასპინძლებს Pullman Tbilisi Axis Towers, ფესტივალის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • თავისუფალი საუბრები კიბერუსაფრთხოებაზე
  • კიბერუსაფრთხოება და სამართალი, კიბერდანაშაული და საერთაშორისო სამართალი, სოციალური მედიის რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკა.
  • ბიზნესი და კიბერუსაფრთხოება

წელს IFCS 2023 უმასპინძლებს Pullman Tbilisi Axis Towers, კონფერენცია გაიმართება 30 ივნისს, 09:00სთ -დან.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე. 

[R]

Black Mirror-ში გამოჩენილი პლატფორმა Streamberry რეალურ სამყაროში აამოქმედეს

დროა, პრობლემებს თვალი გავუსწოროთ — კამპანია It’s Time