in

გაიცანით AINOTE 2 — „მსოფლიოში ყველაზე თხელი E-Ink პლანშეტი“

პროფესიონალებისა და სტუდენტებისთვის იდეების ჩანიშვნა თუ ინფორმაციების ორგანიზება ყოველდღიურ გამოწვევად იქცა, გამომდინარე იქიდან, რომ პლანშეტების უმეტესობა ან ძალიან დიდია სატარებლად, ან ძალიან კაშკაშა ხანგრძლივი მოხმარებისთვის, ან ძალიან რთული კონცენტრირებისთვის, მუდმივი შეტყობინებების გამო… გინესის რეკორდების მიერ მსოფლიოში ყველაზე თხელ E-ink პლანშეტად აღიარებული iFLYTEK AINOTE 2 სწორედ ამ საკითხებს აგვარებს.

ამისთვის კი AI ტრანსკრიფციასა და ქაღალდზე წერის მსგავს გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს. სულ რაღაც 4.2 მილიმეტრია, 295 გრამს იწონის და საკმარისად თხელია ყოველდღიურად კომფორტულად სატარებლად. 10.65-დიუმიანი, 300 PPI E-Ink დისპლეით მკაფიო, ქაღალდის მსგავს ვიზუალს გთავაზობთ, შესაბამისად, აღარც ამ პლანშეტის საათობით გამოყენებაა პრობლემა. 

ხოლო Wacom-ის მძლავრი სტილუსი 4096 წნევით ჩანაწერების, ესკიზებისა თუ დოკუმენტების ანოტაციების კეთებას მეტად ბუნებრივსა და სწრაფს ხდის. 20 მილიწამზე ნაკლები შეყოვნებისა და ფუნჯის რვა სტილის არჩევის შესაძლებლობით, გამოცდილება მეტად ემსგავსება რეალურს და არც გონების გაფანტვის შესაძლებლობას გაძლევთ.

GPT-5-ის ინტეგრაცია კი ყოველდღიურ საქმეებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სარგებლიანობაში გვარწმუნებს — მათ შორისაა 16 ენაზე რეალურ დროში ტრანსკრიფციის შესაძლებლობა და 11 ენაზე მყისიერი თარგმანი, რითაც საერთაშორისო ზარებისა თუ ბიზნესშეხვედრების დროს კომუნიკაციის ბარიერი ირღვევა. მეტიც, ხელნაწერის ტექსტად გარდაქმნა 133 ენაზე შეუძლია, ასე კი უკვე ჩანაწერების ავტომატური ძიებისა და ორგანიზების საშუალებას იძლევა. 

უნდა ითქვას, რომ AI შეჯამებები დიდ დროს დაგიზოგავთ საუბრიდან ძირითადი პუნქტებისა თუ საკვანძო საკითხების ხაზგასმის თვალსაზრისით. სისტემა თქვენს სამუშაო სპეციფიკას სწავლობს და დავალებების ორგანიზებისთვის ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს გთავაზობთ, ასე კი დოკუმენტირებაზე ფიქრი აღარ გიწევთ და დრო უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის გრჩებათ. მით უმეტეს, რომ ყველაფერი AWS ღრუბლოვანი ტექნოლოგიით ინახება, რაც თქვენი ინფორმაციების კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს. 

80-ზე მეტი პერსონალიზებადი შაბლოკი საქმეს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ, რომ აღარაფერი ვთქვათ Smart Quick Bar-ის გვერდების სწრაფი გადაფურცვლის შესაძლებლობაზე… Android 14-ის Google Play-თან თავსებადობა კი ნიშნავს, რომ პლანშეტშივე შეძლებთ Dropbox-ის, Trello-სა და LinkedIn-ის მსგავსი აპლიკაციების დაინსტალირებას. თანაც, 4000 mAh-იანი ბატარეით ხანგრძლივად ამუშავებთ.

AINOTE 2-ის მსოფლიოში ყველაზე თხელი E-Ink პლანშეტის საწყისი ფასი 649 დოლარია. 

„ჩვენს თაობას შეუძლია, საქართველო მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიან ღვინის მწარმოებელ ქვეყნად აქციოს” – შალვა ოთარაშვილი

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში — გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში