in

„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ დედამიწის დღეს უერთდება

ყოველი წლის  22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე, გარემოს დაცვა დღეს მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნულს, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიაც“ უერთდება.

თანამედროვე შენობის ხარისხის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი მისი ენერგოეფექტურობაა, რომელიც ერთის მხრივ, ხარჯის დაზოგვის და რესურსების ოპტიმალურად გამოყენების, ხოლო, მეორეს მხრივ, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური მექანიზმია. სწორედ ამ მიზნით, „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“–მ მნიშვნელოვნად ჩათვალა, მის საკუთრებაში შემავალი ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერის“ და „სითი მოლი“– ს მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობა, რომელიც პასუხობს გარემოს დაცვისკენ მიმართულ მთავარ პრინციპებს.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ  შენობებში დანერგილია „NFPA სტანდარტები. სივრცეები აღჭურვილია ვენტილაციის, Daikin-ის გათბობა-გაგრილების, სახანძრო სიგნალიზაციისა და ხანძარქრობის ულტრათანამედროვე სისტემებით, Mitsubishi-ის თანამედროვე სამგზავრო და სატვირთო ლიფტებით, ესკალატორებით და ტრავილატორებით.

„სითი თაუერის“ ბიზნეს ცენტრის და „სითი მოლი‘’ საბურთალოს  სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მოწყობილია სკვერი – სითი გარდენი“, რომელშიც განთავსებულია სხვადასხვა სახის მცენარე, მნიშვნელოვანია, უნიკალური სამ საუკუნოვანი ზეთის ხილის ხე, რომელიც ამშვენებს „სითი გარდენი“- ს  ეკომეგობრულ გარემოს. ქალაქში ურბანული ცენტრების გამწვანების ხელშეწყობის მიზნით გაკეთდა სკვერი.

ექსკლუზიურად „სითი მოლი“-ის სავაჭრო ცენტრებში ოპერირებენ კომპანიები და ბრენდები, რომლებიც მიყვებიან მდგრადი მოდის პოლიტიკას და კონცეფციას, იყენებენ ბიოდეგრადირებად ქსოვილებს ან ახდენენ მათ გადამუშავებას და ხელმეორედ გამოყენებას.

კომპანიის სამომავლო გეგმები ითვალისწინებს გარემოს დაცვის კუთხით ეფექტურ ჩართულობას და მის მნიშვნელობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობადობის ამაღლებას.

[R]

პირველად როდის გაჩნდა ცაზე ჩრდილოეთის ნათება? — კვლევა

სოციალური პასუხისმგებლობა, რომლითაც „არემჯი“ ბოლნისელი მცირე მეწარმეების განვითარებას უწყობს ხელს