in

თბილისს ახალი სავაჭრო ცენტრი – “აი ჯი მოლი” შეემატა

ქავთარაძეზე, იქ სადაც “გუდვილი”-ა , ახალი სავაჭრო ცენტრი, “აი ჯი მოლი” გაიხსნა. ამ თემასთან დაკავშირებით, მარკეტერი “აი ჯი მოლის” მარკეტინგის კონსულტანტს – ტატა ქათამაძეს ესაუბრა.

IG MallM: სად მდებარეობს “აი ჯი მოლი” და როდის გაიხსნა ?

 “აი ჯი მოლი” მდებარეობს ქავთარაძის #1, იმ შენობაში, სადაც “გუდვილია” განთავსებული. შენობას მეორე სართული დაემატა და “აი ჯი მოლი საბურთალო” ეწოდა. აქ სხვადასხვა მაღაზიაა განთავსებული. “აი ჯი მოლის” გახსნა ეტაპობრივად ხდებოდა 2015 წლიდან. ახლა ის უკვე სრული დატვირთვით ფუნქციონირებს.

M: რა სერვისს სთავაზობს მოლი მომხმარებელს?

აქ განთავსებულია ყველანაირი მაღაზია-პარფიუმერული, სამოსის, ტექნიკის, საბავშვო და ა.შ. აღსანიშნავია მისი უნიკალური მდებარეობა. აქ შესაძლებელია კომფორტულად შოპინგი. მომხმარებლებს საჩუქრის შესაძენად საუკეთესო არჩევანს ვთავაზობთ.

M: როგორ ფიქრობთ, მომხმარებელს “თბილისი მოლთან” ხომ არ გაუჩნდება ასოციაცია.

არა, რადგან აბსოლუტურად სხვადასხვა ბრენდია. ეს არის “აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიას” ახალი ქსელი. ახლო მომავალში ვგეგმავთ “აი ჯი მოლი გლდანის” გახსნას, სადაც ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებელს.

M:თბილისში სავაჭრო ცენტრები ფართოდ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, კონკურენციაც მაღალია. რა არის თქვენი კონკრეტული უპირატესობა ?

“აი ჯი მოლი” ქალაქის ცენტრშია განთავსებული. გვაქვს პარკინგის ზონა. აქვე შენდება უნიკალური სამრეცხაო მანქანებისთვის. ჩვენი მთავარი ინტერესია, მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, სადაც ერთ მყუდრო სივრცეში წარმოდგენილია ყველა საჭირო პროდუქცია.

“აი ჯი მოლში” არის რამდენიმე კვების ობიექტი, მათ შორის სუშის რესტორანი. შესაბამისად, საყიდლებზე სიარულის პროცესში “აი ჯი მოლში” მოსვენება შესაძლებელია.

წარმოდგენილი იქნება ისეთი ბრენდების პროდუქციაც, რომელსაც მომხმარებელი მარტო ჩვენთან შეიძენს. შაბათ-კვირა გამორჩეულია, რადგან ამ დროს ცოცხალი მუსიკის ფონზე განსაკუთრებული აქციები იგეგმება.

“აი ჯი მოლი” განსხვავებულ, დახვეწილ, ფერად გარემოს სთავაზობს მოხმარებელს. სავაჭრო ცენტრში ოთხმოცდაათამდე მაღაზია ფუნქციონირებს. ზაფხულის განმავლობაში “აი ჯი მოლი” მომხმარებელს სხვადასხვა სიურპრიზს პირდება.

 ავტორი : მანანა ნოდია

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რედბულის სამყაროში! – #GivesYouWings

“Logitech” – ის მოულოდნელი რებრენდინგი