ეს ესკიმოსების სტილის ქოხი თბილი თავშესაფარია უსახლკაროთათვის, ღამის სიცივისგან თავის დასაღწევად. მოწყობილობა ჟოფრე დე რინალმა შექმნა საფრანგეთში. სურდა, დაბალი ტემპერატურისა და ყინვისგან დაეცვა ადამიანები. თავშესაფარი, სადაც ერთი ადამიანი თავისუფლად დაეტევა, წყალგამძლეა და პოლიეთილენის ქაფისა და ალუმინის თხელი ფენისგან არის შექმნილი. აღსანიშნავია, რომ “ქოხი” მასში მოთავსებული ადამიანის სითბოთი თბება და საბოლოოდ, შიდა ტემპერატურა 15 გრადუსიან სხვაობას იძლევა, გარე ტემპერატურასთან შედარებით. ჟოფრეს ინიციატივით, ასეთი თავშესაფარი 20 ადამიანისთვის გამოიყო. შედეგად, მას $22,000 მისცეს გამოგონების დასახვეწად და ახალი მოდელების შესაქმნელად. ჟოფრე იმედოვნებს, რომ ამგვარად, ათასობით ადამიანს დაიცავს მომდევნო ზამთრის ყინვისგან.













