in

IGLOO-ს მეშვეობით, ნებისმიერ გარემოში დაიცავთ დისტანციას!

დაემშვიდობეთ ხმაურიან და შემაწუხებელ თანამშრომლებს

შესაძლოა, რამდენიმე უხერხული გამოხედვა და ცნობისმოყვარე კითხვები დაიმსახუროთ… თუმცა IGLOO ზუსტად ის არის, რაც ხმაურიან სამუშაო სივრცეში გჭირდებათ. ეს არის ერთგვარი გუმბათოვანი სტრუქტურა, რომელიც ნებისმიერ სკამს ერგება და იმ მასშტაბით შლით, რამდენიც გსურთ – შეიქმენით პირადი სივრცე, განახორციელეთ ვიდეო ზარები თეთრ ფონზე (ნაცვლად იმაზე ფიქრისა, თუ რა გამოჩნდება თქვენს უკან), ან თუნდაც დაისვენეთ მშვიდად…

Sanoearth-ის მიერ შემუშავებული დიზაინი ინტერპერსონალური დისტანციის დაცვის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს. შეიძლება ითქვას, მოწყობილობა იდეალურია როგორც ინტროვერტებისთვის, ისე მათთვის, ვისაც დამოუკიდებელი მუშაობა სურს. მართალია, ეს არსებითად “ეწინააღმდეგება” კომუნიკაციის თავისებურებებს, მაგრამ მისი გარკვეული დოზით გამოყენება ყველას გვჭირდება ხოლმე. უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ IGLOO ყურსასმენების მაგივრობას გვიწევს.

გარდა ამისა, IGLOO-ს ქსოვილი დამზადებულია პოლიესტერისგან, რომელსაც ფოლადის მავთული ამაგრებს. იგი სრულიად არ ახშობს გარე ხმას, მაგრამ საკმარისია გარშემომყოფების წუწუნის ჩასახშობად და პირადი საუბრების გასამართად. ამასთანავე, ქსოვილი ბლოკავს მზის პირდაპირ სხივებს და ქმნის დიფუზიურ განათებას, რომელიც არ აღიზიანებს თვალებს.

მოწყობილობა მხოლოდ სტანდარტული ზომით იყიდება და მის დაყენებას მხოლოდ 3 წუთი სჭირდება. თანაც, IGLOO-ს დარეგულირება ნებისმიერი კუთხით შეიძლება, რაც ღია, ნახევრად დახურული ან სრულად დახურული სივრცეების ალტერნატივას გვთავაზობს.

 

ამ ეტაპზე მისი შეძენა შესაძლებელია 99 დოლარად, ხოლო ფასდაკლების დასრულების შემდეგ ღირებულება $199-ს მიაღწევს.

Audi e-tron, მალე, საქართველოში იქნება!

COVID-19-ის გავლენა ზრდასრულთა განათლებაზე