ეს კამპანია ინსტაგრამს მომხმარებელთა უსაფრთხოების შესახებ პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს, ამიტომაც უნდა დაგვენახა ბილბორდები #IgnoredByInsta-ს ფარგლებში — თაღლითების მასობრივ ზრდაზე, ანგარიშების მითვისებასა და იმ ემოციურ პასუხებზე უნდა გაესვა ხაზი, რომლებსაც ადამიანთა მხარდაჭერის ნაკლებობა იწვევს პლატფორმის მხრიდან. თუმცა ასე არ მოხდა, რადგან ეს მეტაა, რომელიც მრავალი რეკლამის განმთავსებლის დამკვეთია და დიდი ძალაუფლებაც აქვს. აღნიშნული კი პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს…
რა თქმა უნდა, თავად ნამუშევარი ცალსახად პროვოკაციულია, მით უმეტეს, რომ ინსტაგრამის ბრჭყვიალა Anyway კამპანიიდან აიღეს ვიზუალური ენა… იმის ნაცვლად, რომ ყურადღება შემოქმედებითობასა და თავდაჯერებაზე გაემახვილებინათ, პოსტერები იმ ნაცნობ რეალობას ასახავს, რომლებიც ანგარიშების გატეხვის შემდეგ დგება — „ეს ფოკუსირდება დაჰაკული ექაუნთების მიღმა არსებულ ადამიანებზე, უკავშირდება იმ პირებს, რომელთაც გამოუცდიათ მსგავსი პრობლემა, ამიტომაც მათ შეგრძნებებსა და ემოციებს გადმოსცემს“.

თანაც, ამ გზავნილის გავრცელება BBC-ის Scam Safe Week-ის ფარგლებში სურდათ და მართალია, ეს ვერ მოახერხეს, მაგრამ ასე დიდ ხარვეზს გაუსვეს ხაზი, რომელიც ინსტაგრამის მაღალტექნოლოგიურ იმიჯსა და მისი კრიზისის პროტოკოლს შორის არსებობს. თუ ჩვეულებრივ მსგავს შემთხვევებში მომხმარებლები პლატფორმისგან პასუხებს უნდა იღებდნენ, მათ ავტომატური შეტობინებები ეგზავნებათ და არა, კონკრეტული გზა ამ მოპარული ექაუნთების დასაბრუნებლად.
ეს ბილბორდები ოდესმე იხილავს თუ არა დღის სინათლეს, ეს ჯერ კიდევ არ ვიცით, მაგრამ, ფაქტია, #IgnoredByInsta-მ უკვე რაღაც უჩვეულოს მიაღწია, ინსტაგრამის სიჩუმე მთავარ სათაურად აქცია და ცვლილებების იმედიც გააჩინა…











