in

რას ნიშნავს ონლაინ სამყაროში „იგრძნო თავი ნორმალურად“?

„ნორმალურობისა“ და ავთენტურობის დაპირისპირება…

M2
M2

მედიაზე საუბრისას, „ნორმალურობა“ თითქმის ყოველთვის ნეგატიურად განიხილება — ეს არის განცდა იმისა, რომ მასობრივმა აუდიტორიამ ინდივიდუალურობის გრძნობა დაკარგა და უარი თქვა განსჯის უნარზე. ეს საზრუნავი ციფრულ ეპოქამდეც არსებობდა… ჯერ კიდევ 1926 წელს გერმანელი გამომცემელი ამერიკული კინოინდუსტრიის გავლენის შესახებ წერდა: „ყველა ამერიკულ გემოვნებას ემორჩილება და ერთგვაროვნები ხდებიან“.

ამ თვალსაზრისით, „ნორმალურობა“ გულისხმობს ერთგვარ დისციპლინას: ადამიანები უნდა მოიქცნენ ქცევის წინასწარ დადგენილი ნორმების შესაბამისად და არა ავთენტურად. ხოლო ვინაიდან „ნორმალური“ ადამიანის ფართო საზოგადოებაზე მორგებას განმარტავს, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ციფრულ კულტურაში. მასმედიის ადრინდელ ეპოქაში სატელევიზიო შოუები ძირითადად ცხოვრებისეულ სცენარებსა და ნარატივებს ასახავდა, რაც დიდ კომფორტს აგრძნობინებდა საზოგადოებას — სტანდარტული ოჯახი სტანდარტული რეალობისთვის.

ახლა სატელევიზიო შოუების შემთხვევა ციფრულ სამყაროში, ინტერნეტ რეალობაში გადმოვიდა. როდესაც რაიმე ვებგვერდს ვსტუმრობთ, ვიცით, რომ მარტონი არ ვართ — მოცემულ მომენტში მსოფლიოს მასშტაბით სხვა ბევრი ათვალიერებს იმავე საიტს, კითხულობს ანალოგიურ სტატიებს და ა. შ. გამოდის, ეს არის დამაბნეველი სივრცე, სადაც არ ვიცით, სხვა რამდენი ადამიანია „ოთახში ჩვენთან ერთად“. ზოგიერთი კომპანია ცდილობს კიდეც ამ დაბნეულობის მოგვარებას — მაგალითად, მოგზაურობის ვებსაიტი, როგორიცაა Expedia, მომხმარებლებს ეუბნება, კიდევ რამდენი პიროვნება ათვალიერებს კონკრეტულ სასტუმროს. ერთი მხრივ, ეს ზრდის როგორც ბრენდის პოპულარობას, ისე ადამიანებს დიდ კომფორტს უქმნის იმის განცდით, რომ მარტო არ არიან.

ამის საპირისპიროდ, პერსონალიზაცია ცდილობს, უფრო დახვეწილი იყოს — ამოიცნოს მომხმარებლის ინტერესები და შესაბამისი კონტექსტი შეუქმნას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ ინტერნეტ სოციუმთან დააკავშიროს, ვინც საერთო ინტერესებს იზიარებს. ამასთან, რეალური პრობლემა ის არ არის, რომ პერსონალიზაცია თავს ნორმალურად გვაგრძნობინებს. უბრალოდ, პერსონალიზაცია გვიბიძგებს „ნამდვილ მეს“ მივაღწიოთ — ეს ერთგვარი ალგორითმი მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშობას, როდესაც მხოლოდ საკუთარ ემოციებს, მოწონება/არმოწონებას დავუკვირდებით.

ამჟამად ე. წ. „ემოციური კაპიტალიზმი“ სოციალური მედიის პლატფორმების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელია, რომელიც გვაიძულებს, დავახარისხოთ ჩვენი ემოციური რეაქცია პოსტზე პასუხების შეზღუდული კომპლექტით, რათა შემდგომ კონკრეტული ქცევა აღვბეჭდოთ. იმედია, არ დაიბენით — საუბარია Facebook-ის ემოციებზე: like, haha, care, love, angry, sad. ამასთან, ამ ემოციებს შორის არჩევანის გაკეთებას ხშირად ის განაპირობებს, თუ რას გამოხატავს ადამიანთა უმეტესი ნაწილი. შესაბამისად, „ნორმალურობისა“ და „განსხვავებულობის“ დაყოფას ამ კუთხითაც აკეთებენ.

მთლიანობაში იძულებითი სოციალიზმის რიტმი სოციალურობის ან მარტოობის უნარს ანაცვლებს. არაფერია ცუდი იმაში, რომ გსურთ, თავი ნორმალურად იგრძნოთ ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ ავთენტურობის შენარჩუნების გზებიც არსებობს. ავთენტური მომხმარებელი და მასში შემავალი ყველა მექანიზმი ციფრული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა, თუმცა უდავო სამშენებლო ბლოკია. ხოლო თუ მისგან გაქცევას ვცდილობთ, შეიძლება ისეთი შეგრძნება გვქონდეს, თითქოს საკუთარ თავს უარვყოფთ.

წყარო: Wired

AWS-ის ქართული კომუნის გეგმები და მიზნები

უძველესი დნმ-ს მიხედვით, ადამიანები ყინულის ხანაშიც ცხოვრობდნენ!