ბოლო რამდენიმე წელია, ეკომეგობრულ პროდუქციასა და გარემოზე ზრუნვაზე ორიენტირებულ გეგმებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. როგორც ჩანს, საზოგადოების დიდი ნაწილი აცნობიერებს ადამიანური გავლენის საფრთხეებს, რასაც შესაბამისი რეგულირება სჭირდება. სწორედ ამის ნაწილია iGreen Gadgets-ის უახლესი ინიციატივა. ამ უკანასკნელმა აიფონებისთვის სპეციალური „ქეისი“, iGreen Cover შექმნა. ეს არის სრულად გადამუშავებადი აქსესუარი, რომელშიც ყვავილების თესლებია მოთავსებული.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, როდესაც მომხმარებლები სმარტფონის ქეისის გამოყენებას შეწყვეტენ, უჯრაში სამუდამოდ დამტვერვის ნაცვლად, მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას შეძლებენ. თანაც ეს გადამუშავება იმისკენაა მიმართული, რომ ირგვლივ უფრო მწვანე გარემო შეიქმნას. ქეისი100 პროცენტით ბუნებრივი კომპონენტებისგანაა დამზადებული — ძირითადად მასალად სიმინდის სახამებელია გამოყენებული, ვინაიდან ყვავილის თესლებისთვის მუდმივ საკვებს წარმოადგენს. საბოლოოდ, გადამუშავებისა და მცენარის გაზრდის პროცესსაც აჩქარებს.
თანაც მომხმარებლებისთვის პროცესი საკმაოდ მარტივია: მიწაში 30-გრადუსიანი დახრილი კუთხით უნდა მოათავსონ ქეისი და დანარჩენი უბრალოდ ბუნებას მიანდონ.