in

„იგრილლავე ლისზე“ — გზამკვლევი

29-30 ივნისს ლისის ტბის ტერიტორიაზე, ნიკორა ხორცპროდუქტების ინიციატივით, 2-დღიანი საზაფხულო ფესტივალი „იგრილლავე ლისზე“ გაიმართება, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში მონაწილეობის მიღება და უგემრიელესი ჰოთდოგების დაგემოვნება.

მსგავსი ფესტივალი წელს პირველად ტარდება, თუმცა იგეგმება, რომ მიეცეს ყოველწლიური ხასიათი და საინტერესო სიახლეებიც შესთავაზოს სტუმრებს.

ფესტივალისთვის შეიქმნა სპეციალური რუკა, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ნახოთ აქტივობები და გასართობი, საკვები თუ მოსასვენებელი ზონების ზუსტი ლოკაციები.

რა აქტივობები გელით ნიკორას ფესტივალზე?

  1. საკვები ზონა

ამ სივრცეში დაგხვდებათ ნიკორას ჯიხური, სადაც შეძლებთ შეიძინოთ ჩვენი უგემრიელესი ჰოთდოგები — რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჰოთდოგები დამზადებული იქნება შეფ კონსტანტინეს რეცეპტით. ფუდკორტთან დაგხვდებათ პუფებიც, დასასვენებლად და კომფორტულად მისართმევად.

  1. მუსიკა

ფუდკორტის ახლოს, მწვანე სივრცეში დაგხვდებათ დიჯეი და მუსიკა მთელი დღის და საღამოს მანძილზე, ამაღლებული განწყობის შესაქმნელად.

  1. ტურნირები და შეჯიბრებები

ტერიტორიაზე დაგხვდებათ რამდენიმე სახის სპორტული თამაშის ინვენტარი, როგორიცაა ბურთები, ბადმინტონი, ფრიზბი,ტვისტერი და ა. შ. გაიმართება შეჯიბრებები და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

  1. საბავშვო აქტივობები

საბავშვო სივრცე ბევრი აქტივობით უმასპინძლებს პატარა სტუმრებს: სახეზე ხატვა, გასაფერადებლები, კარვების ზონა, წყლის თოფები, დიდი ბუშტების შოუ, ოჩოფეხები, დრამების მარში და სხვადასხვა თამაშები.

  1. სამაგიდო თამაშები

ტერიტორიაზე დაგხვდებათ სპეციალური სივრცე, სადაც შეძლებთ სხვადასხვა სამაგიდო თამაშში მონაწილეობის მიღებას.

  1. გათამაშებები და საჩუქრები

ნიკორას სოფელში იპოვით ბორბალს, რომლის საშუალებითაც გარკვეული აქტივობებისა და პირობების შესრულების შემდეგ, ჩაერთვებით გათამაშებაში და 100-ზე მეტი პრიზის მოგების საშუალება მოგეცემათ.

  1. ფოტო ზონა

ფესტივალის ტერიტორიაზე დაგხვდებათ მემოგრამი, სურათების გადასაღები სპეციალური ჩარჩოები და სარკეების სივრცე, რათა თქვენი დასვენებისა და გართობის მომენტები აღბეჭდოთ და შეინახოთ.

  1. მოსასვენებელი სივრცე

ასევე, დაგხვდებათ მოსასვენებელი სივრცე პუფებითა და პლედებით.

  1. ფეხბურთის ჩემპიონატი

მოედანზე გაიმართება ნიკორას შიდა ჩემპიონატი ფეხბურთში.

ეს არის აქტივობების არასრული ჩამონათვალი, რაც ნიშნავს, რომ კიდევ ბევრ საინტერესო სიურპრიზსა და სასიამოვნო თავგადასავალს დაგახვედრებთ.

[R]

Marshall – დრამერის ექსპერიმენტი, რომელიც მსოფლიო ბრენდად იქცა

საუბარი მომავლის „მესთან“ — MIT-ის AI მოდელი