in

ქართული აპლიკაცია „აიგროვე“ – შენ, თამაშები და უამრავი პრიზი ციფრულ სივრცეში

თუკი რომელიმე დიდ ატრაქციონების პარკში შესულხართ და გარშემო თვალისმომჭრელ თავგადასავლებში ჩაბმულხართ, დროა, იგივე ციფრულ სამყაროშიც გამოცადოთ. ქართულ ციფრულ სივრცეში განტვირთვისთვის ახალი პლატფორმა iGrove გამოჩნდა. მარტივად რომ ვთქვათ, ესაა ონლაინ გასართობი პარკი, რომელიც მარტივი უფასო თამაშებით განტვირთვის საშუალებას მოგცემთ, რეკლამით თავის მობეზრების გარეშე. მეტსაც გეტყვით, პლატფორმაზე გატარებული დრო, თამაშისას დაჯილდოვდებით და მოპოვებულ მონეტებს რეალურ საჩუქრებში გადაცვლით. iGrove ქართველმა გეიმდეველოპერებმა სფეროზე დაკვირვების 10-წლიანი გამოცდილების საფუძველზე შეიმუშავეს და ერთი მხრივ მომხმარებლებს მისცეს დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალება, მეორე მხრივ კი – კომპანიებს – მომხმარებლებთან დაკავშირების პირდაპირი არხი შეუქმნეს. როგორია მომხმარებლის გამოცდილება iGrove-ზე და როგორ ჩამოყალიბდა ბრენდის იდეა, iGrove-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ლილე ხოფერიამ გვიამბო.

M: როგორია iGrove, როგორც ციფრული გასართობი თამაშების აპლიკაცია?

ესაა უზარმაზარი ციფრული სამყარო, სადაც სათამაშო მოედანზე აღმოვჩნდებით, ირჩევთ თამაშებს, რომელიც ყველამ იცის, თამაშობთ, აიგროვებთ მონეტებს, აარჩევთ უამრავ პრიზს და არასოდეს შეგხვდებათ რეკლამა. კომპანიებს შეუძლიათ განათავსონ შეთავაზებები საჩუქრები პრიზები, შექმნან აიგროვეში თამაში ან დაბრენდონ არსებული თამაშები.

ვფიქრობთ, რომ iGrove თანამედროვე დატვირთულ სამყაროში, რუტინის პაუზის ღილაკია, რომელსაც სიმშვიდის სივრცეში გადმოჰყავხართ.

iGrove-ს გუნდი გეიმდეველოპერებმა ჩამოაყალიბეს. ჩვენმა გუნდმა კარგად იცის, როგორ უნდა შექმნას და განავითაროს თამაშის სიცოცხლისუნარიანობა, რაც აუდიტორიასაც კმაყოფილს ტოვებს და პარტნიორ კომპანიებსაც. ამდენად, პლატფორმა კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის დამაკავშირებელი ხიდია.

M: როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს დაგროვილი მონეტების გამოყენება?

განტვირთვის გარდა, მომხმარებლისთვის iGrove არის ადგილი, სადაც ყველა აქტივობა ჯილდოს მომტანია, აპლიკაციაში შესვლაც კი. დაგროვილი მონეტების გადაცვლა მომხმარებელს შეუძლია საჩუქარში, მომსახურებაში, ვაუჩერში, რომლებიც პარტნიორი კომპანიების შეთავაზებებს წარმოადგენს. ისინი, ვინც ვერცხლის მონეტებს აგროვებენ, ხვდებიან ლიდერბორდში, სადაც დღის, კვირის და წლის პრიზების მოპოვება შეუძლიათ.

M: რა შესაძლებლობას ქმნის iGrove პარტნიორი კომპანიებისთვის?

ვფიქრობთ, ესაა iGrove-ს ის ნაწილი, რაც განსაკუთრებულად გამოარჩევს პლატფორმას. პარტნიორ კომპანიებს შეუძლიათ თავიანთი შეთავაზებები, საჩუქრები, პრიზები და ვაუჩერები განათავსონ პლატფორმაზე, რომელთაც მომხმარებლები დაგროვილ მონეტებში გადაცვლიან. ეს მათთვის სასურველ სეგმენტზე წვდომის საინტერესო საშუალებაა. iGrove უზრუნველყოფს საკომუნიკაციო არხებში ინფორმაციის გავრცელებას, ამდენად ამაზე პარტნიორებს დამატებითი ზრუნვა არ უწევთ.

გამომდინარე იქიდან, რომ iGrove-ს თამაშებს, სხვებთან შედარებით, სიცოცხლის ხანგრძლივობა მეტი აქვთ, პლატფორმასთან თანამშრომლობით, პარტნიორ კომპანიებს შეუძლიათ შექმნან ახალი თამაშები და შესთავაზონ მომხმარებლებს.

M: რამდენად საინტერესოა iGrove-ში ნავიგაცია მომხმარებლისთვის?

ესაა დინამიკური, ბრჭყვიალა სივრცე, სადაც მომხმარებლები ერთიანი კომუნის ნაწილად გრძნობენ თავს, ეკონტაქტებიან ერთმანეთს და უზიარებენ მიღწეულ შედეგებს, აძლევენ რჩევებს, ეცნობიან ლიდერბორდის ინფორმაციას. iGrove არის ადგილი, სადაც თვალებანთებული მომხმარებლები დიდი მხიარულების ნაწილი ხდებიან. პლატფორმით ის ადამიანებიც აქტიურად დაინტერესდნენ, რომლებიც აქტიურად ეძებენ ხოლმე საინტერესო შეთავაზებებსა და საჩუქრებს.

M: უშუალოდ, თამაშების სპეციფიკაზეც გვიამბეთ…

თამაშები მაქსიმალურად არის მორგებული ქართულ თემატიკას და არის Hyper Casual / Casual სტილის. მაგალითად, ერთ-ერთი თამაში ხინკლებზეა, მეორეში – სანტას „კოკა-კოლას“ საახალწლო ქარავანის სამზადისში ეხმარებით. აპლიკაციასთან ერთად, დრო შეუმჩნევლად გადის.

M: როგორი იყო iGrove-ის ბრენდის სტრატეგიასა და ვიზუალურ იდენტობაზე მუშაობის პროცესი?

ნათია ჩომახაშვილი, სტრატეგიის და ბრენდ გამოცდილების დიზაინ სააგენტოს ORS PAIR-ის დამფუძნებელი და CEO: ORS PAIR-ში, iGrove-ს ბრენდის სტრატეგიისა და იდენტობის შექმნისას, “თამაშის” მეთოდს მივმართეთ. პროცესი იყო ორმხრივი. პირველ რიგში, ჩავუღრმავდით სტრატეგიულ აღმოჩენებს, რომელიც გავუსწორეთ iGrove-ს ხედვებსა და ღირებულებებს. ბრენდის ნარატივი ამ მთავარი ინსაითების ირგვლივ ავაშენეთ – iGrove, როგორც პაუზის დიდი, მბზინავი ღილაკი და სამყარო, სადაც შენი საყვარელი თამაშებით გართობისთვის ჯილდოვდები.

ვიზუალურ იდენტობის შექმნისას კი, ვითამაშეთ ფორმებით და ავაწყეთ აიგროვეს სამყარო/კონსტრუქცია, რომელიც უსაზღვროდ ადაპტირებადი და მხიარულია, ისეთივე როგორც თვითონ აპლიკაცია. შედეგად, მივიღეთ მხიარულებით სავსე უნიკალური ბრენდი, რომელიც პოზიტივის გამოხატულებაა.

M: რა გამოცდილებას აერთიანებს iGrove-ს გუნდი?

პლატფორმის დამფუძნებლები გამოცდილი გეიმდეველოპერები არიან და ევროპისა და ამერიკის ბაზარზე ქმნიან თამაშებს. ისინი აკვირდებიან, რა ტენდენციებია კონკრეტულ ბაზარზე, განსაზღვრავენ და ზრდიან თამაშის სიცოცხლისუნარიანობას, პოპულარობას, სტილსა და შინაარსს.

M: როგორია მასშტაბირების ხედვა?

კონცეფციიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, iGrove-ს აქვს მასშტაბირების დიდი პოტენციალი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ.

და ბოლოს, გახდი აიგროვეს პარტნიორი კომპანია, ბრენდული თამაშების შექმნა აიგროვეში ხელმისაწვდომია ნებისმიერი კომპანიისთვის ეს იქნება მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესი. შექმენი შენი თამაში აიგროვეს სამყაროში ან განათავსე მრავალფეროვანი პრიზები, ვაუჩერები და შეთავაზებები.

დაიწყე შენი ჯადოსნური მოგზაურობა აიგროვეში: გადმოწერე აპლიკაცია, ითამაშე და აიგროვე.

[R]

ლიბერთის ციფრული ბანკის გუნდმა ერთგული მომხმარებლები დააჯილდოვა

NASA-მ კოსმოსური „პინგვინისა და კვერცხის“ ფოტო გამოაქვეყნა