გერმანული Burger King-ი IKEA-ს რესტორნით უკმაყოფილოა. მიუხედავად ამისა, სწრაფი კვების რესტორნების ქსელს სიტუაციის დაძაბვა არ სურს, უფრო მეტიც, ცდილობს იუმორითა და სახალისო სარეკლამო ვიდეორგოლით დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ნაცნობი მუსიკა და მოძრაობები – უკვე თითქმის კლასიკად ქცეული სერიალის “მაშველების” მსგავსად შექმილი ვიდეო, სააგენტო Setup-მა მოამზადა. IKEA-ს მაღაზიის რესტორანში სადაც ის ისაა ჰოთ-დოგისთვის სოსისი უნდა მოხარშონ, მაშველები ჩნდებიან იმ პროდუქტის გადარჩენას ცდილობენ, რომელმაც წესით ცურვა არ იცის. Burger King-ის აზრით, სოსისი ადგილი არა ადუღებულ წყალში, არამედ პირდაპირ ცეცხლზეა, ასე ჰოთ-დოგიც უფრო გემრიელი გამოდის და მომხმარებელიც კმაყოფილი რჩება. ამ ჟესტით ბრენდმა ტექნიკურად მიანიშნა IKEA-ს, რომ კვების სფეროში მასთან ჭიდილი მარტივი საქმე არ არის.
https://www.youtube.com/watch?time_continue=46&v=O0GGbhxLdtM