in

“იყავი შერლოკი” – საინტერესო კამპანია თბილისში !

სოციალურ ქსელში გამოჩნდა უამრავი ფოტო შერლოკის იმიჯითა და სახელწოდებით “იყავი შერლოკი”. ეს ფოტოპროექტი მოსწავლეთა ოლიმპიადის “შერლოკი”-ს პრეკამპანიის ნაწილია, რომელიც თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება. დეტალური ინფორმაციისთვის მარკეტერი “თავისუფალი ოლიმპიადის” წარმომადგენელს, ნინო კალანდიას ესაუბრა.

bog
bog-mob

be sherlockM: როგორ გაჩნდა “შერლოკის” შექმნის იდეა ?

25 იანვრიდან სოციალურ ქსელში მასშტაბური ფოტოპროექტი „Sherlock” მიმდინარეობს, რომელიც ყველასათვის საყვარელი და ნაცნობი  პერსონაჟის შერლოკ ჰოლმსის სახელს უკავშირდება. ფოტოპროექტი მოსწავლეთა ოლიმპიადის „შერლოკის“ პრეკამპანიის ნაწილია. ოლიმპიადა თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება და საქართველოს ყველა რეგიონის სკოლას მოიცავს. შერლოკის მოსწავლეთა ოლიმპიადა ქართულ ბაზარზე სწორედ ახლა შედის და საჭირო იყო ისეთი საყოველთაო და მასშტაბური პროექტებით პრე კამპანიის განხორციელება, რომ ის ჯერ მომხმარებლის ყურადღების ცენტრში მოხვედრილიყო და შემდეგ,  ინტერაქციისთვის თავად გამხდარიყო პროექტის ნაწილი. აღნიშნული პრეკამპანიაც სწორედ ამ გეგმის ნაწილია და როგორც ხედავთ ძალიან გაამართლა. სოციალურ ქსელში შერლოკის გამოჩენის პირველივე დღიდან აქტივობა არ წყდება. საკონკურსო ფოტოებს აქტიურად გვიგზავნიან ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებიდან.

M: რატომ მაინც და მაინც სახელი “შერლოკი” ?

ოლიმპიადის სახელი “შერლოკი” და პროექტის ე.წ. “იმიჯი რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეიქმნა:

უნდა ყოფილიყო ყველასთვის ცნობილი და საყვარელი პერსონაჟი,  რომელიც ამოცნობასთან, განათლებასთან, გამჭრიახობასთან ასოცირდება. სწორედ ამ პრინციპით იდეის ავტორები მივადექით არტურ კონან დოილის პერსონაჟს, რომელიც დასახული გეგმის განხორციელებაში გვეხმარება.

Be sherlock zuraM: როგორ გადაიზარდა ეს პროექტი ფოტოკონკურსში? 

იმისათვის, რომ ფოტოკონკურსის მონაწილეთათვის პრეცედენტი შეგვექმნა, თანაც ეს პრეცენდენტი ყოფილიყო სამაგალითო ყველასთვის, გადავწყვიტეთ, ფოტო პროექტში ჩაგვერთო ცნობილი პერსონები. ასე შეიქმნა ფოტო პროექტი, პროექტისთვის შეირჩა სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და სტატუსის 20-მდე ცნობილი პიროვნება. თითოეულმა მათგანმა შერლოკის იმიჯი მოირგო და ყოველდღიურობაში არტურ კონან დოილის უკვდავი პერსონაჟი გააცოცხლა სლოგანით „შენ ხარ გამჭრიახი“. აღნიშნულმა ფოტოპროექტმა სტარტი მისცა ფოტოკონკურსს.  თბილისის მასშტაბით 6 ლოკაციაზე შერლოკის ქუდი განთავსდა:

1. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (გუდიაშვილის ქუჩა № 7, საგამოფენო დარბაზი)

2. “McDonald’s” (კ. მარჯანიშვილის ქ. 20)

3. ბიბლუს გალერი (ჭავჭავაძის გამზ. 7)

4.წიგნი სახლი (პეკინის გამზ. 31)

5. თავისუფალი უნივერსიტეტი (დავით აღმაშენებლის ხეივანი, #240)

6. ყავის სახლი (გლდანი, I მ/რ, ხიზანიშვილის ქუჩა)

კონკურსანტმა უნდა მიაკითხოს მისთვის სასურველ ლოკაციას, მოირგოს ცნობილი პერსონაჟის ქუდი, შექმნას საინტერესო გარემო და გადაიღოს ფოტო; კონკურსზე გამოგზავნილი ყველა ფოტო აიტვირთება პროექტის ფეისბუქ გვერდზე, გამოვლინდება ორი გამარჯვებული: ყველაზე მეტი „ლაიქის“ მფლობელი და ორგანიზატორების რჩეული.

პარალელურად შერლოკის ფეისბუქის გვერდზე შეიქმნება სპეციალური აპლიკაცია-თამაში, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა საინტერესო თავსატეხს შესთავაზებს. აპლიკაცია აგებულია ამბავზე, რომლითაც შერლოკი და ყველა მისი “დამხმარე” ეძებს ვოტსონს, ჯონი გატაცებულია. სად აღმოჩნდება ვოტსონი და როგორ გაიხსნება კვანძი, ამას მონაწილეები თავსატეხების წარმატებით ამოხსნის შემდეგ გაიგებენ. სათავგადასავლო აპლიკაციის ერთი გამარჯვებული სპეციალურ პრიზს მიიღებს.

M: ვის და როდემდე შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ფოტოკონკურში?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს. მონაწილეობის პირობები მაქსიმალურად მოქნილია, რათა შეძლებისდაგვარად ჩავრთოთ ყველა ასაკისა და ინტერესების მქონე მომხმარებელი, ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნე ფოტოპროექტი ყველა ასაკის მომხმარებლის ინფორმირებას ემსახურება. ეს სახალისო აქტივობა კი უზრუნველყოფს, რომ ოლიმპიადა დადებითი ემოციებით გამოჩნდეს ბაზარზე.

ფოტოკონკურსი 14 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც გამოვავლენთ გამარჯვებულებს.

M: რაც შეეხება გამარჯვებულებსა და პრიზებს ?

შერლოკის ოლიმპიადამ გამარჯვებულებისთვის პლანშეტი დააწესა.  გამოვლინდება კონკურსის Facebook-ის გვერდზე ყველაზე მეტი ხმების (Like– ების) მფლობელი და ორგანიზატორების რჩეული ფოტოები. ასევე გამოვლინდება ერთ-ერთ ლოკაციაზე – „McDonald’s”-ში გადაღებული ყველაზე პოპულარული ფოტოს ავტორი, რომელსაც გადაეცემა სპეციალური პრიზი.

სტომატოლოგიური ცენტრის უცნაური რეკლამა სტუდია “Home #12” – ისგან !

რჩევები სოციალურ მედიაში სოციალური მედიის ყველაზე გავლენიანი ადამიანისგან – შონ გარდენი