7
May
2019

IKEA-ს ეკო-მეგობრული „£0-იანი კოლექცია“ – შექმენით ახალი ნივთები

7 May 2019

შვედურმა ავეჯის მწარმოებელმა კომპანიამ IKEA პროექტი „პირველი £0-იანი კოლექცია“ დაიწყო – ბრენდი, მომხმარებელს, ახალ ნივთებს კი არ სთავაზობს, არამედ, იმ პროდუქციის კრეატიულად გამოყენებას ასწავლის, ადრე რომ გამოუშვა და ბევრი მათგანი ყოველდღიურად იყენებს. კამპანიის სახელი “Lagom” შვედური ფილოსოფიით „უბრალოდ სწორ რაოდენობას“ ნიშნავს.

 

კამპანიის ფარგლებში, ბრენდი მომხმარებელს ურჩევს, როგორ გააკეთოს ყვავილის საკიდი ჭურჭლისგან, როგორ გადააკეთოს IKEA-ს ცნობილი ცისფერი ჩანთები საპიკნიკე პლედად ან პლასტმასის ბოთლი ქოთნად?!

პროექტზე IKEA-მ სააგენტო Proximity London-თან ერთად იმუშავა. ახალი კამპანიით ბრენდმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეკო – მეგობრული პროდუქციის შექმნისა და გამოყენების მნიშვნელობას.

დღეს, მსოფლიოში, გარემოს დაცვა, ზოგადად, სეროზული გამოწვევაა. ამ საკითხზე, ეკო – მეგობრული პროდუქციის გამოშვებით, ნარჩენების სეპარაციით თუ სხვა აქტივობებით, მსოფლიო ბრენდებთან ერთად, IKEA აქტიურად ზრუნავს. თემა არა ნაკლებ აქტუალურია საქართველოში. ცნობილი ბრენდები, დიდი ორგანიზაციები, თუნდაც, მაგალითად, CENN, აქტიურად ატარებენ კამპანიებს და მოუწოდებენ მოსახლეობას: დაზოგონ წყალი, განაცალკეონ ნარჩენები, დაიცვან და იზრუნონ გარემოზე.

 

განხილვა