in

IKEA-მ, მრეწველობისგან დაცვის მიზნით, 11 000 ჰექტარი ტყე შეიძინა

ალტამაჰას აუზში არსებული მოქმედი ტყე ახლა უკვე IKEA-ს შვილობილ კომპანიას, INGKA Group-ს ეკუთვნის

IKEA აგრძელებს საზოგადოებისთვის საკუთარი პრინციპების შეხსენებას – სავაჭრო კომპანიის სახის შენარჩუნებასთან ერთად იცავს გარემოს და ცდილობს გახდეს ნახშირბად-ნეიტრალური კომპანია.

მისი წარმომადგენლების უკანასკნელი ნაბიჯი ჯორჯიას შტატში, 11 000 ჰექტარი ტყის შეძენას გულისხმობს, რომელსაც განადგურება ემუქრებოდა. ეს ერთგვარი სტრატეგიული ნაწილია იმ გეგმისა, რომელიც IKEA-ს აქვს – ატმოსფეროდან შთანთქას ნახშირორჟანგი.

ალტამაჰას აუზში არსებული მოქმედი ტყე ახლა უკვე IKEA-ს შვილობილ კომპანიას, INGKA Group-ს ეკუთვნის (ის ამჟამად 616,000 ჰექტარ ასეთ ტყეს აშშ-სა და ევროპაში), რომელიც ტყეების დაცვის მიზნით, The Conservation Fund-თან თანამშრომლობდა. ეს ტყეები ხშირად წარმოებისა და განვითარების მსხვერპლი ხდება, იყოფა მცირე სეგმენტებად, რასაც ზემოთხსენებულნი ეწინააღმდეგებიან.

“კარგად მართული ტყეები უზრუნველყოფს მნიშვნელოვან სარგებელს, მათ შორის სუფთა წყალს და ველური ბუნების მნიშვნელოვან არეალს, ასევე კლიმატის ცვლილების შემსუბუქებას” – განაცხადა ლარის სელცერმა, კონსერვაციის ფონდის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

უორენ ბაფეტის 4 ცხოვრებისეული არჩევანი, რაც წარმატებულ ადამიანებს მეოცნებეებისგან განასხვავებს

Budweiser სუპერთასის სარეკლამო ბიუჯეტს ვაქცინის პოპულარიზაციაში დახარჯავს