შემთხვევით საახალწლო სამზადისი ხომ არ დაგიწყიათ? ან უკვე ხომ არ გეფიქრებათ სადღესასწაულო გაფორმებებზე? თუ ასეა, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს — IKEA 2024 Festive Collections-ზე გესაუბრებით, რაც VINTERFINT-ის, STRÅLA-სა და FRÖJDA-ს კოლექციებს მოიცავს.
VINTERFINT შვედური ფოლკლორითა და ზამთრის პეიზაჟებითაა შთაგონებული, ცდილობს, ტრადიციებს თანამედროვე ელფერი შემატოს… დიზაინერმა სესილია პატერსონმა კი ამისთვის ბავშვობის მოგონებები გააღვიძა და ჯადოსნური მრავალფეროვნება შემოგვთავაზა ტყის ქმნილებებით, მცენარეებითა და პრინტებით, რომლებიც უდავოდ სადღესასწაულო განწყობას ბადებს.
დაწყებული ორნამენტებით და დამთავრებული საცხობი ფორმებით, VINTERFINT გთავაზობთ ყველაფერს, რაც მიმზიდველი ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ.
ახლა კი STRÅLA-ს კოლექციისკენ გადავინაცვლოთ, რომლითაც IKEA სადღესასწაულო განათებებს გვთავაზობს, იქნება ეს LED, ვარსკვლავების, ფიფქებისა თუ სხვა ფორმების მქონე ნათურები სხვადასხვა სტილსა და ზომაში.
დაბოლოს, სრულიად ახალი FRÖJDA-ს სერიები მეტად დახვეწილ ესთეტიკას გვაცნობს. ახალი წლისა და შვეიცარიის თოვლიანი ზამთრისგან იღებს ბრწყინვალებას და ელეგანტურ მეტალისა თუ მინის ჭურჭელს გვთავაზობს, რომელიც ნათელი მსუბუქი ტექსტურის მქონე გადასაფარებელზეა დალაგებული. აქ დისკოს ბურთებსაც კი ნახავთ…