in

Ikea-ს კამპანიის სიმბოლო 3D ბეჭდვით მომზადებული ხორცის ბურთულებია

Ikea-მ თავისი ცნობილი ხორცის ბურთულები, 3D ბეჭდვის ტექნოლოგიით წარმოადგინა. ბურთულები, ცხადია, ხორცს არ შეიცავს, ეს მხოლოდ სიმბოლოა, რომელიც Ikea-ს კამპანიას ასახავს. „გასინჯე მომავლის გემო სახლში“ – ასე ეწოდება კომპანიის წამოწყებას, რომლის მიზანი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაა. შვედური ავეჯის მწარმოებელი გიგანტი, თავისი წამოწყების განსახორციელებლად, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელს ეძებს, რომლებსაც ძლიერი წარმოსახვის უნარი აქვთ. Ikea ევროპის მასშტაბით 150 ახალ ტექნიკურ სამუშაო პოზიციას შექმნის.

3D ბეჭდვით შექმნილი ხორცის ბურთულები, მხოლოდ კამპანიას არ ეხმიანება. Ikea ცვლილებებს საკვები პროდუქტების მიმართულებითაც გეგმავს. კომპანიის მიზანია, 2025 წლისთვის, მისი დაფასოებული საკვების 80% და სარესტორნო კერძების 50% მცენარეული პროდუქტისგან იყოს დამზადებული. 

სიცოცხლისთვის შესაფერისი ეგზოპლანეტა დედამიწასთან ახლოს მდებარეობს

Windfor’s-ის ანიმაციური პერსონაჟები Majorel-ის ყოველდღიურ გმირებზე გვიყვებიან