27
Jun
2019

IKEA, ბრიტანეთში, ბიუჯეტური საცხოვრებელი სახლების წარმოებას იწყებს

27 Jun 2019

IKEA, სამოქმედო არეალს აფართოებს – შვედურმა კომპანიამ, ბრიტანეთში, სახლების მშენებლობის უფლება მოიპოვა. სპეციალური საბჭოს გადაწყვეტილებით, BoKlok, რომლის მფლობელებიც IKEA და სამშენებლო კომპანია SKANSKA არიან, ზღვისპირა ქალაქისთვის, აწყობილი და საცხოვრებლად გამზადებული, დაბალბიუჯეტიანი სახლების წარმოებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

მნიშვნელოვანია პროექტის საფასო პოლიტიკა. როგორც კომპანიაში ამბობენ, IKEA-ს ახალი სახლის ღირებულებას ისე განსაზღვრავენ, რომ მისი შეძენა მარტოხელა მშობელმა შეძლოს. წინასწარი ინფორმაციით, ფასი, დაახლოებით, $25 000 ეღირება. თანაც, 25 წლიანი იპოთეკით გაიყიდება. მთლიანი წარმოების 30% კი სოციალური საცხოვრისებისთვის გამოიყოფა.

რაც შეეხება კონკრეტულ ლოკაციას, ჯერ უცნობია. გადაწყვეტილი მხოლოდ ის არის, რომ პროექტი ბრიტანეთის ზღვისპირა რეგიონში უნდა განხორციელდეს. თანაც ისე, რომ სახლები საცხოვრებლად უკვე მზად, მომხმარებლების საჭიროებებზე აბსოლუტურად მორგებული იყოს.

მართალია ეს პროექტი ბრიტანული ზღვისპირა ქალაქისთვის ხორციელდება, თუმცა, BoKlok ასეთ სახლებს შვედეთში, ნორვეგიაში, ფინეთსა და დანიაშიც აშენებს. არც ის არის გამორიცხული, შთაგონების წყაროდ, საქართველოში, სანაპირო ზოლზე მაცხოვრებელი ადამიანებისთვისაც იქცეს.

განხილვა