in

„შენი სახლი ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო!“ — IKEA-ს კამპანია

იკეას კამპანია ამჯერად შემოქმედებითი კონცეფციის ირგვლივ ტრიალებს, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენი სახლი ისეთი ვეღარასდროს იქნება, როგორიც ადრე იყო. პროვოკაციულად ჟღერს, თუმცა, ასე ბავშვების როლს აღნიშნავენ ჩვენს ცხოვრებაში — სახლს რომ გვირევენ, კედლებზე რომ ხატავენ, სათამაშოებს რომ ყველგან ყრიან, მშობლების ტანსაცმელს რომ სვრიან და უდიდეს ხმაურს ქმნიან — თუმცა, რა შეიძლება იყოს ასეთ ქაოსზე სასიამოვნო?!

BOG

სახლში ბავშვებთან ერთად ცხოვრების გამოცდილება ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროპაში არსებულისგან, საკმაოდ განსხვავებული პრაქტიკაა იმ სამ ქვეყანაშიც, რომლებშიც კამპანია ჩაეშვა. სწორედ ამიტომ იყო ჩვენთვის მთავარი გამოწვევა, გაგვეგო, როგორია მშობლობის გამოცდილება რეგიონში და როგორ ცვლიან ბავშვები სახლს, გარდა იმისა, რომ უნივერსალური ინსაითები უნდა შეგვეკრიბა. ბავშვები ჩვენს ცხოვრებაში მოდიან, რათა შეცვალონ ყველაფერი, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის ჩათვლით… IKEA კი ელის, რომ მათ დასახულ მისიაში დაეხმარება, — ამბობენ კომპანიაში. 

IKEA-ს სარეკლამო კამპანიაზე This is Libre-ს სააგენტომ იმუშავა. 

MIT-ის მეცნიერებმა ფუტკრის მსგავსი დრონი შექმნეს

როგორ შეგვიძლია ღირებულების შექმნა თანამედროვე ბიზნეს გარემოში?