in

“IKEA”-მ კინოდარბაზში სავარძლები საწოლებით ჩაანაცვლა

იკეამ მოსკოვის ერთ-ერთი კინოთეატრი “Kinostar De Lux” საწოლ ოთახად გადააკეთა. კამპანიის ფარგლებში კინოთეატრის დარბაზს სახელი შეუცვალეს და “Wake Up Love” დაარქვეს, სკამები მთლიანად მოხსნეს და 17 ორადგილიანი საწოლი დადგეს.

BOG

იკეამ გააკეთა გამოკითხვა, სადაც ერთადერთი პუნქტი იყო შესავსები “რა უნდა გავაკეთოთ სამყაროში მეტი სიყვარული რომ იყოს”. ძალიან ბევრმა თქვა, რომ ადამიანები მეტ დროს უნდა უთმობდნენ ერთმანეთს. სწორედ აქედან დაიბადა იდეა კინოთეატრებში სკამების საწოლებით ჩანაცვლების.

ბილეთის ფასი 200 რუბლიდან იწყება და მასში მთლიანი საწოლის დაქირავება შედის. აქციის ორგანიზატორი სააგენტო Instinct-ია.

Arby’s -მა Pepsi-სთან დარღვეული შეთანხმება გამოასწორა

ბიჭმა გადაწყვიტა ახალი წლის შემდეგ დაეძინა. ის რაც მოხდა შემდეგ გაგაოცებთ – ბორჯომის ვირუსული რეკლამა