in

IKEA-ში AI ჩეტბოტი დაასაქმეს, სახელად BILLIE

BILLIE — ასე ჰქვია IKEA-ს ახალ თანამშრომელს, რომელსაც ყველა სხვა დანარჩენისგან ის გამოარჩევს, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩეტბოტია. როგორც ცნობილია, შვედურმა ავეჯის გიგანტმა პროგრამა იმისთვის დაიქირავა, რომ მომხმარებელთა კითხვებს უპასუხოს და, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო დახმარება გაუწიოს.

კომპანიაში საკმაოდ კარგად იქნება მოვალეობა-პასუხისმგებლობები გადანაწილებული. უფრო კონკრეტულად, ადამიანური რესურსი მეტად კომპლექსურ საკითხებში იქნება ჩართული — მომხმარებლებს ინტერიერის შერჩევაში დაეხმარებიან, დააგეგმარებენ ოთახს, 3D რენდერებს მიაწვდიან, გრაფიკულ ნახაზებს ააწყობენ და ა. შ.

ამის პარალელურად, BILLIE 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია, რათა კლიენტებს შეკვეთების შემოწმებაში დაეხმაროს, მიაწოდოს ზოგადი ინფორმაცია — როგორიცაა მაღაზიის გაღება/დახურვის საათები, შეადგინოს ანგარიში, მოაგვაროს დაკარგული ან დაზიანებული ნივთების პრობლემები.

„ყვარლის ღვინის გვირაბი“ — კახეთის მთავარი მასპინძელი

როგორ შეუძლიათ ახალ ხელმძღვანელებს ლეგიტიმურობით სარგებლობა?