რაც უნდა მოგვწონდეს ინტერიერში არსებული ავეჯი, ფაქტია, რომ სწორედ ოჯახი ქმნის სახლს, რაც ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც მოიცავს. ეს იკეაშიც იციან, ამიტომ უკეთესი ყოველდღიურობის შექმნას როგორც ჩვენთვის, ისე ძაღლებისა და კატებისთვისაც ცდილობენ. ამაზე მოწმობს ახალი Cat-alogue-ისა და Dog-alogue-ის კოლექციებიც, პროდუქტთა ფართო ასორტიმენტით, რომლებიც შინაურ ცხოველებს კვებისთვის, ძილისთვის, თამაშისა და დამალვისთვის საუკეთესო ვარიანტებს სთავაზობს.
ავეჯის გამოსაცდელად კი Ikea-მ თანამშრომლობა Woodgreen Pets Charity-სთან დაიწყო, მიუსაფარი შინაური ცხოველების მფარველ ორგანიზაციასთან და ისე წარუდგინა საზოგადოებას. ამ გზით ბრენდს სურს, ცხოველებს ახალი მეურვეებისა და სახლების პოვნაში დაეხმაროს, თუმცა ამასთან, ცნობიერებაც გაზარდოს საქველმოქმედო ორგანიზაციის შესახებ, რომელიც შინაურ ცხოველებს ეხმარება. დანარჩენი კი თავად ნახეთ: