4
Sep
2019

IKEA-ს მატრასებისგან „აშენებულმა“ ბარმა არქიტექტორთა კონკურსი მოიგო

4 Sep 2019

Chart fair-ის არქიტექტურის კატეგორიაში IKEA-ს მატრასებისგან შექმნილმა Pop-Up, იგივე დროებითმა ბარმა გაიმარჯვა. ეს არის სკანდინავიური ქვეყნების თანამედროვე ხელოვნებისა და დიზაინის ყოველწლიური გამოფენა, რომელიც კოპენჰაგენში ტარდება. გამარჯვებული Sultan კი დანიელმა ახალგაზრდა არქიტექტორებმა და სტუდენტებმა შექმნეს. დავალების მიხედვით, გარემოსთვის სასარგებლო პროექტის შესაქმნელად, მათ მხოლოდ გადამუშავებული, მეორადი მასალა უნდა გამოეყენებინათ.

 

გამოცემა Dezeen წერს, რომ ახალგაზრდა არქიტექტორებსა და დიზაინერებს სურდათ, ეჩვენებინათ მომხმარებლების „მავნე ჩვევა“, შეიძინონ მხოლოდ ახალი მასალებით დამზადებული ნივთები, იმის მაგივრად, რომ გადამუშავებული ნედლეულით შექმნილ პროდუქციას მიანიჭონ უპირატესობა. ამიტომ, პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს, IKEA-ს მატრასები გადაემუშავებინათ და ბარი ისე „აეშენებინათ“.

ჟიურის წევრების თქმით, Sultan-ის კონცეფცია ძალიან მარტივი და გასაგები იყო, სწორედ ამიტომ გაიმარჯვა პროექტმა. მათი აზრით, IKEA, გარემოს დაცვის კუთხით, საკმაოდ წარმატებული ბრენდია და მისი გადამუშავებული მასალებით შექმნილი პროექტი გავლენას მოახდენს მომხმარებელთა ქცევაზე.

Sultan-ის გარდა, ფესტივალის ორგანიზატორებმა 50-ზე მეტი ნამუშევრიდან, კიდევ 4 გამარჯვებული დაასახელეს. თითოეული მათგანი გადამუშავებული, მეორადი მასალებითაა შექმნილი.

 

განხილვა