11
Nov
2019

როცა ნივთები შენი სახლით უკმაყოფილოები არიან – IKEA-ს პირველი საშობაო რეკლამა

11 Nov 2019

Elit Electronics


70 წელზე მეტია, ავეჯის ბრენდი IKEA ბაზარზეა და მხოლოდ 2019 წელს გადაწყვიტა საშობაო კამპანიის ჩაშვება. 2019 წელს, სახელწოდებით, „ჩაახშე კრიტიკოსები“.

სიუჟეტში წარმოდგენილია ოჯახი, რომლის წევრებსაც საკუთარი სახლის რცხვენიათ და მათ გარშემო ნივთები დაუნდობლად მიუთითებენ იმ დეფექტებსა თუ ნაკლოვანებებზე, რაც მათ ავეჯს აქვს.

საკუთარი სახლის მიმართ ასეთი დამოკიდებულება კი მიზეზი ხდება იმისა, რომ სტუმრების მოპატიჟებისგან თავი აირიდო და სადღესასწაულო პერიოდი სტრესით გადაატარო.

კამპანია სააგენტო Mother London-ის მიერაა შესრულებული.

IKEA-ს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მარკეტინგის მენეჯერი განმარტავს, რომ რეკლამას სააშკარაოზე გამოაქვს „სახლის სირცხვილის“ ფენომენი და სახლის მფლობელებს მოუწოდებს, რომ თავიანთ თავში ნეგატიურ ხმებს IKEA-ს დამხარებით გაუმკლავდნენ.

განხილვა