IKEA-ს მორიგი ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი და კიდევ ერთი საყვარელი მოხუცი ქალბატონი ცეკვის დიდი სიყვარულის ისტორიით. ბრენდის ბოლოდროინდელ ნამუშევრებში ხშირად ვხვდებით ასაკოვან ქალბატონებს მსგავსი გატაცებებით და ახლობელ ადამიანებს, რომლებსაც საოცარი სურვილი აქვთ მათი გახარების. სააგენტო Akestam Holst-ის მიერ მომზადებული ეს ვიდეორგოლიც სწორედ მსგავსი ემოციური სანახაობაა, რომელიც მაყურებელში გარდა დადებითი ემოციების აღძვრისა, ბრენდის პროდუქციის რეკლამირებასაც ემსახურება.














