in

Ikea-მ დეკორაციების ახალი კოლექცია 3D ტექნოლოგიით შექმნა

მასში გამოყენებულია პოლიგონიური ბადის ტექნოლოგია

კომპანია Ikea-მ 3D ბეჭდვის გამოყენებით, ახალი კოლექცია შექმნა. ავეჯისა და სახლის აქსესუარების მწარმოებელმა ბრენდმა თავისი დამახასიათებელი სტილიდან გადაუხვია და მომხმარებელს ახალი შემოქმედებითი ხედვა გაუზიარა. Flamträd — ასე ეწოდება Ikea-ს ახალ კოლექციას, რომელშიც კარგადაა აღბეჭდილი 3D ტექნოლოგიით მიღებული უსაზღვრო შესაძლებლობები.

Flamträd-ის ფარგლებში თქვენ შეხვდებით იდეალურად დეტალიზებულ ადამიანის სახის, თავისა და ხელის ფორმის დეკორატიულ აქსესუარებს, რომელთა გამოყენებაც მრავალი დანიშნულებით შეიძლება. ინტერიერის გასალამაზებლად, დეკორაციების კედელზე, მაგიდაზე ან თაროზე განთავსებაა შესაძლებელი. მეორე მხრივ, გემოვნების შესაბამისად, თავად დეკორაციებს შეგიძლიათ მოარგოთ ყურსასმენები, ქუდი, ყელსაბამი, ბეჭედი და ა. შ.

იკეას კოლექციაში გამოყენებულია პოლიგონიური ბადის ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც, მყარი კონსტრუქციის შექმნა ხდება შესაძლებელი — თანაც, მასალის მინიმალური გამოყენებით. გარდა ამისა, დეკორაციებს  ენიჭება ნახევრად გამჭვირვალე ესთეტიკა, რაც მათი შექმნის სირთულესა და მცირე დეტალების შთამბეჭდავ სიზუსტეს უსვამს ხაზს. 

Ikea-ს 3D ბეჭდვის გამოცდილება 2020 წლიდან იღებს სათავეს, როცა კომპანიამ UNYQ-თან ერთად სათამაშო აქსესუარების სერია გამოუშვა, სახელწოდებით UPPKOPPLA. დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რომ  ბრენდის ახალი კოლექცია UNYQ-თან უწყვეტი თანამშრომლობის შედეგია, თუმცა მსგავსება ახალ კოლექციასა UPPKOPPLA-ს შორის ცალსახაა.  პირველი 3D ბეჭდვითი პროექტისგან განსხვავებით, Flamträd  არ გახლავთ გლობალური მასშტაბის — ის მხოლოდ Ikea-ს გერმანიის ბაზარს მოიცავს. თუმცა ახალი კოლექცია კომპანიისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს 3D  ტექნოლოგიის განვითარებაში.

Kitchen & Living by Gastronome უკვე გაიხსნა – როგორი იყო მათი კომუნიკაცია?

ჩინეთში ხელოვნურ მთვარეს ქმნიან!