იკეა კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს თავისივე პოზიციის გასაძლიერებლად და ძილის ექსპერტად გვევლინება. ამჯერად საოცნებო საძინებლის ძილში შექმნის იდეას გვთავაზობს, თუმცა, რას ნიშნავს ეს? ShutEye-ის ძილის მონიტორინგის აპლიკაციით მომხმარებელთა ძილის ჩვევებს დააკვირდება, რის შემდეგაც რეკომენდაციებს დააგენერირებს პროდუქტებისთვის, რომლებიც მათ უფრო ჯანსაღ ძილში შეუწყობს ხელს.
უფრო ზუსტად, ShutEye 7-დღიან უფასო ვერსიას სთავაზობს მსურველებს, რათა ძილის ჩვევებზე ინფორმაციები შეაგროვოს, შემდეგ კი პერსონალიზებული პროდუქტის რეკომენდაციები დააგენერიროს. აპლიკაცია ისეთ აქტივობებსაც კი ინიშნავს, როგორებიცაა ხვრინვა, გარე ხმაური, მოძრაობა ძილის დროს და სხვა მახასიათებლები. ხოლო შემდეგ გადასაფარებლიდან დაწყებული და განათებით დამთავრებული, ყველაფერს შესთავაზებს, რათა მომხმარებელმა ხარისხიანად დაისვენოს.
მაგალითად, თუ აპლიკაცია შეამჩნევს, რომ კონკრეტულ პირს დაძინება უჭირს, ისეთ ბალიშს შესთავაზებს, რომელზეც თავი კარგად მოთავსდება და თუ ხმაური იქნება პრობლემა, ხმის ჩამხშობ ფარდებსაც გაუზიარებს მას.
ასე კი იკეა მომხმარებლებზე ზრუნვას აგრძელებს და არც ძილის ექსპერტის პოზიციას თმობს. ამ მიზნით ცოტა ხნის წინ 2025 წლის ძილის ტრენდები გაგვაცნო, შემდეგ კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი კვლევაც ჩაატარა და 10 ფაქტი გაგვიზიარა ძილის შესახებ.