in

Ikea-ს „იმედის სიმღერა“ კორონავირუსით დაღლილ ადამიანებს ეძღვნება

BOG
BOG

სამწუხაროდ, ჩინეთი ჯერ კიდევ მუშაობს კორონავირუსთან საბრძოლველ სტრატეგიაზე, რადგან მისი მოქალაქეები მუდმივი ლოკდაუნის წინაშე დგანან… ამასთან დაკავშირებით, IKEA-მ სიმღერა და მუსიკალური ვიდეო შექმნა, რათა ადგილობრივების განწყობის გაუმჯობესებაზე იზრუნოს.

ავეჯის გიგანტი The Shanghai Rainbow Chamber Singers-თან  გაერთიანდა და „იმედის სიმღერა“ გამოაქვეყნა, სახელწოდებით “Dining Table”. შეზღუდული სივრცის მქონე სახლებში გაერთიანებულ ოჯახებში დიდია ავეჯის გადაკეთების საჭიროება. ეს განსაკუთრებით ეხება სასადილო მაგიდას — ანუ, ონლაინ შეხვედრების, ელექტრონული სწავლების სესიების, ყოველდღიური დავალებებისა და საჭმელ სივრცეს.

ლოკდაუნის პერიოდებმა, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეებმა ხანგრძლივ იზოლაციაში გაატარეს, დეპრესიისა და სტრესის მაღალი დონე გამოიწვია. IKEA-ს კი ამ ემოციური მდგომარეობის შემსუბუქება სურს. ფილმში ნაჩვენებია ჩინელი ოჯახი, რომლის ცხოვრებაც სადილის გარშემო ტრიალებს, სტრესიდან და ქაოსიდან სიხარულსა და პოზიტიურობაზე გადადის. ის ასევე აჩვენებს ნამდვილი ოჯახებისა და მეგობრების სურათებს მათ მაგიდებზე.

ახალ AI მოდელს წამლებზე ადამიანის რეაქციის წინასწარ განსაზღვრა შეუძლია

სოციალური მედიის ხელსაწყოები კონტენტ კალენდრისთვის