სახლში კატა ან ძაღლი თუ გყავთ, თქვენთვის არც ნივთების გატეხვა იქნება უცხო. ეს იკეაშიც იციან, ამიტომ ახალი კამპანიით შინაური ცხოველების მფლობელების რეალობა ასახეს ისე, რომ ხაზი მათი ავეჯის მთავარ უპირატესობას, ხელმისაწვდომოსაც გაუსვეს. ამგვარად, Don’t worry, you can afford it-ის კამპანიაში იკეას ნივთების სახეშეცვლილ ვარიანტებს ნახავთ, რომელთა ავტორებიც ჩვენი საყვარელი ოთხფეხა მეგობრები არიან, იქნება ეს გატეხილი ქოთნები, ჭიქები თუ მიმოფანტული ბალიშები.
ასე კი, ერთი მხრივ, გვეუბნებიან, თუ რა სცენარებს უკავშირდება შინაური ცხოველი ყოლა, ხოლო, მეორე მხრივ, ოჯახებს შეახსენებენ, რომ ამ ნივთების ჩანაცვლება ხელმისაწვდომი და ბიუჯეტურია. ამგვარად, იკეას მისიასაც ეხმიანებიან, შექმნან უკეთესი ყოველდღიურობა ყველასთვის, შინაური ცხოველების ჩათვლით.
„ჩვენ მოხიბლულები ვართ ამ კამპანიით, რომელიც შინაური ცხოველების საყვარელი მხარეების ჩვენების პარალელურად, გამოწვევის წინაშე აყენებს დაზიანებული პროდუქტების რეალობას. ეს გულწრფელად მოყოლილი ამბავია, რომელიც IKEA-ს საფასო კომუნიკაციის სტილსაც აახლებს“, — აცხადებს ტობაიას არენსი, INGO Hamburg-ის CCO.