Ikea-მ, LGBT+ თემის მხარდასაჭერად, ცისარტყელას ფერებში ჩანთა გამოუშვა. აქსესუარი, ბრენდმა, აშშ-ში პრაიდის თვეს მიუძღვნა, რომელიც, ტრადიციულად, ივნისში აღინიშნება. პროექტზე, შვედური კომპანია, Human Rights Campaign Foundation-თან ერთად მუშაობს.
ახალი ჩანთა IKEA-ს მაღაზიებში იყიდება და $3,99 ღირს. შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება Human Rights Campaign Foundation-ს, რომელიც ქვიარ თემის უფლებების დაცვაზე მუშაობს. ფონდი ამ რესურსს LGBT+ ბავშვების, მოზარდებისა და ოჯახების მხარდასაჭერად გამოიყენებს.