11
Jun
2019

Ikea-ს დასაკეცი ავეჯი პატარა ბინისთვის

11 Jun 2019

Ikea მომხმარებლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. ავეჯის მწარმოებელმა კომპანიამ, ამჯერად, გასაშლელი დივანი წარადგინა, რომელიც ტუმბოს ზომაზე იკეცება. როგორც ჩანს, მსოფლიოში, საქართველოს მსგავსად, პატარა ფართებზე და შესაბამისად, კომპაქტურ, მაგრამ ფუნქციურ ავეჯზე დიდი მოთხოვნაა.

შვედური ბრენდის ამ კოლექციას RÅVAROR ჰქვია და მისაღები ოთახის გარდა, სამზარეულოს, საძინებლის თუ სახლისთვის საჭირო სხვა ავეჯსა და დეკორაციას აერთიანებს.

„ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს პატარა სახლში. ნამდვილად იმაზე მეტი ვიდრე – ადრე. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა თანამედროვე, უნივერსალური, ფუნქციური, მაგრამ უბრალო ნივთები. თანაც, დღეს ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს. და როდესაც ამის დრო დადგება, ძალიან მარტივი უნდა იყოს ავეჯის ერთად შეგროვება და გადატანა. სწორედ ამისთვის არის RÅVAROR“ , – ამბობს Ikea-ს კრეატიული დირექტორი ვივეკა ოლსონი.

ახალი კოლექცია გლობალურ ბაზარზე 2020 წლის შემოდგომაზე გამოვა და მისი შეძენა ყველა ქვეყანაში იქნება შესაძლებელი. იქ სადაც Ikea-ს მაღაზიები არ არის, ავეჯს „ონლაინ“ გამოიწერენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბრენდმა კოლექცია სპეციალურად პატარა ბინისთვის შექმნა.

განხილვა