in

IKEA-მ მომავლის ავეჯის დიზაინის შესაქმნელად გენერაციული AI გამოიყენა

ხელოვნური ინტელექტის ისეთი ხელსაწყოების გააქტიურების ევოლუციასთან ერთად, როგორებიცაა ChatGPT და DALL-E, ტექნოლოგია არა მხოლოდ დიდი ბრენდების საქმიანობაში, არამედ ჩვენს ყოველდღიურობაშიც იმკვიდრებს ადგილს. ის იქცა საშუალებად, კრეატიული იდეები ყველასათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო — პრობლემას აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, თუ გონებაში წარმოდგენილი ვიზუალების ფიზიკურად განხორციელება არ შეგვიძლია… ამაზე AI ხელსაწყოები ზრუნავენ, შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე.

ასეთი სახის კრეატიულობა და უშუალობა სრულად შეესაბამება IKEA-ს ახალ მოდელს, რომლის მიხედვითაც, მაღალი ხარისხი დაბალი ფასებითაც მიიღება. ასე რომ, გასაკვირი არ იქნება, თუ ერთ დღესაც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დიზაინერად ქცევას გადაწყვეტს — თუმცა ჯერჯერობით ინიციატივა მხოლოდ SPACE10-ით შემოიფარგლება. ამ უკანასკნელმა 1970-1980-იანი წლების კატალოგის საფუძველზე მომავლის ავეჯის დიზაინი დააგენერირა.

როგორც ბრენდი აღნიშნავს, კამპანია უნიკალურ თანამშრომლობას ეფუძნება, რათა წარსულის დიზაინერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიის სინთეზით ვინტაჟით შთაგონებული დიზაინი შექმნილიყო — ახალი, ციფრული ეპოქისთვის. „ექსპერიმენტი ადასტურებს კონცეპტუალიზაციის „დემოკრატიზაციის“ შესაძლებლობას ყველასთვის, ვინც დიზაინის პროცესში მონაწილეობს“, — ამბობს IKEA-ს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ინოვაციების ლიდერი სებასტიან ველტერი.

მიუხედავად შთამბეჭდავი შედეგებისა, იყო რამდენიმე ხარვეზიც, რომელთა მოგვარებაზეც უშუალოდ დიზაინერებმა იზრუნეს. ამ მოცემულობას კი კომპანია იმის დასამტკიცებლად იყენებს, რომ ადამიანური რესურსი ყოველთვის საჭირო იქნება, რათა მთელი პროცესი აკონტროლონ და შეცდომები თავიდან აირიდონ.

SpaceX დედამიწის ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც 10 დღის წინ გადაიღო

საქართველოსა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებების მიმოხილვა — როგორია მატჩის მოლოდინები?