ავეჯის მწარმოებელი კომპანია იკეა საქართველოში არ მოღვაწეობს,მიუხედავად ამისა, მისი არსებობის შესახებ ყველამ იცის. IKEA-ს პროდუქცია იმდენად ხელმისაწვდომია, რომ მას თითქმის ყველა ევროპულ ოჯახში შეხვდებით. რუსეთში ამ თემაზე თავად IKEA-მ იხუმრა: “ყოველი მეათე ევროპელი, დამზადებულია ჩვენ საწოლზე”.
არის ორი ბრენდი რომელსაც საქართველოში “ძაააალიან” ელოდებიან, Starbucks (რომელიც ბევრი მცდელობის მიუხედავად ოფიციალურად არ შემოსულა და არ შემოვა უახლოეს მომავალში) და IKEA.
ქართულ ბაზარზე IKEA-ს გამოჩენა ძალიან დააზარალებს ადგილობრივ წარმოებას და ინდმეწარმეებს, მაგრამ რიგითი “მომხმარებელი” ფართო არჩევანითა და მისაღები ფასით ნამდვილად იხეირებს.
დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ძალიან საიტნერესო ქეისი, რომელშიც ნაჩვენებია თუ როგორ შეიძლება IKEA-ს შემოყვანა საქართველოში, ნახეთ ვიდეო და თავად გადაწყვიტეთ
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=wL1Y0BeX4hg#!