25
Feb
2019

IKEA-მ სათამაშო ნავი გამოუშვა, რომელიც მდინარეებსა და ტბებს ასუფთავებს

25 Feb 2019

IKEA-ამ შექმნა სათამაშო ნავი, რომელიც დისტანციური მართვის შედეგად მდინარეების და ტბების წყლის ზედაპირს ნაგვისა და ნარჩენებისაგან ასუფთავებს. ამის შესახებ Eechcult წერს. ოპერატორის ბრძანების შედეგად, ნავს შეუძლია წყლის ზედაპირზე 20 კილოგრამამდე  ნაგვის მოგროვება. Good Ship IKEA-ს ორი ნავი დიდ ბრიტანეთში, ლონდონის სამხეთ-აღმოსავლეთით, დეტფორდში წყლის ეკოსისტემას ასუფთავებს. ნავის დისტანციურად მართვა კი ყველა მსურველს შეუძლია. ასეთ ნავებზე დატანილია ვიდეოკამერები, შესაბამისად, მათი მართვა გარკვეულ თამაშს ემსგავსება. ამგვარად, ლონდონის მკვიდრებს მდინარის დაწმენდობანას თამაში შეუძლიათ. კამპანიის დასრულების შემდეგ, IKEA წყლის ზედაპირების დასუფთავების მიმართულებით, ეკოლოგიურ ორგანიზაცია Hubbub-თან თანამშრომლობას გეგმავს.

IKEA-ს განცხადებით, ყოველწლიურად ლონდონის ეკოლოგიურ სამსახურებს მდინარე ტემზიდან 295 ტონა ნაგავი ამოაქვთ. ასეთი ნავები, კი ამ სამუშაოს ეფექტურად, თან მოქალაქეების დახმარებით შეასრულებენ.

განხილვა