in

IKEA-მ იცის, რომელია სამი ყველაზე საჭირო ნივთი ჰელოუინისთვის

ჰელოუინი არც იკეას დარჩენია ყურადღების მიღმა — ოღონდ მონსტრებში, სისხლსა და გოგრებში გახვევის ნაცვლად, სახლში დარჩენის ბედნიერებას ზეიმობს, როცა შუქები ჩამქრალია, პოპკორნი მზად არის და პლედიც აქვეა, საშინელებათა ჟანრის ფილმების ყურებისას რომ დაგვჭირდეს…

BOG

Halloween Essentials-ის კამპანია ყოველდღიურ ნივთებს, როგორებიცაა ბალიშები, საბნები და პლედები, საშინელებათა სეზონის უხილავ გმირებად აქცევს. იდეა კი კარგად ნაცნობ სიტუაციას ეფუძნება: როცა საშინელებათა ფილმების ყურებისას დაძაბულობა მატულობს, ყველა ცდილობს, ბალიშისა თუ საბნის მიღმა დაიმალოს. თითქოს ფარის როლს ირგებს, რაც შიშის დაძლევის საუკეთესო საშუალებად გვევლინება. 

ამგვარად, იკეასთვის სამი ყველაზე საჭირო ნივთი KLOTSTARR, SMÅNUNNEÖRT და MYRULL გახლავთ, რომლებიც პოსტერებზე ფოტოგრაფმა ალე ბურსტესმა წარმოგვიდგინა.


„ავტობანი” 30 წლისაა – გრანდიოზულ იუბილეზე ბრენდმა განვლილი გზა შეაფასა

ბინების რეზერვაცია 20% ფასდაკლებით – „აპექს დეველოპმენტის“ შეთავაზება 31 ოქტომბრის ჩათვლით