ზაფხული კი ჩვენთვის სიცხესთან ასოცირდება, მაგრამ შვედეთში საკმაოდ არაპროგნოზირებადი და ხშირად ცივია… Ikea-მ ამჯერად ამის შეცვლა დაისახა მიზნად და კაფეების მოყვარულებისთვის მზის სხივების შეთავაზება გადაწყვიტა. რას ნიშნავს ეს? Åkestam Holst NoA-სთან თანამშრომლობით ინოვაციური სარკე შექმნეს, რომელიც მიზნად შვედი მომხმარებლებისთვის მზის საათების მაქსიმალურად გაზრდას ისახავს.
„IKEA-ს კამპანიებში მთავარი გმირი ხშირად პროდუქტია. ამჯერად NISSEDAL-ის სარკე, რომელიც ცოტათი უფრო მეტად ანათებს. მარტივი ინოვაციაა, რომელიც IKEA-ს მისიას ასახავს, შესთავაზოს ჭკვიანური გამოსავალი რაც შეიძლება მეტ ადამიანს“, — ამბობს მიჰალ სიკუიტსი, Åkestam Holst NoA-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
თუმცა ეს სარკე ჩვეულებრივი არ გეგონოთ, GPS-ით კონტროლდება და ბუნებრივ სინათლეს ირეკლავს. სარკის კუთხე კი სწორედ ამ GPS-ის წყალობით ავტომატურად ბრუნავს მზის პოზიციის შესაბამისად. თანაც ასეთი სარკეები შვედეთში რამდენიმე კაფეს მიმდებარედ განათავსეს.
„რესურსების მაქსიმალურად გამოყენება იკეასთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ იყო ეს იდეა ჩვენთვის რელევანტური. ვიცით, რამდენად გადაჭედილი ხდება დასაჯდომი სივრცეები მზის გამოსვლისას, ამავდროულად, ჩვენთვის სამწუხაროა იკეას ცარიელი გარე ავეჯის დანახვა… იმისათვის, რომ ადამიანებისთვის მეტი ადგილი მიგვეცა მზით სიამოვნების მისაღებად და ისიც გვენახა, რომ ჩვენს ავეჯს იყენებენ, ამ ინიციატივამდე მივედით, რომელსაც უკვე სტუმრებიც ძალიან აქებენ და კაფეს მფლობელებიც“, — აცხადებს რიკარდ ბესკოუ, Åkestam Holst NoA-ს ქოფირაითერი.