in

IKEA-მ „ნადირობა“ გამოაცხადა!

იკეას კამპანიებით ნამდვილად განებივრებულები ვართ, ჯერ „უხილავი“ კოლექცია შემოგვთავაზეს, მერე არსებულ წარმოდგენებს დაუპირისპირდნენ, ამჯერად კი ისინი პორტუგალიაში 20-წლიან მოღვაწეობას აღნიშნავენ. თუმცა, ამასთან, ადამიანებს მოუწოდებენ, IKEA-ს ყველაზე ძველი ავეჯის პოვნაში დაეხმარონ. და როგორ უნდა გააკეთონ ეს? ან რაში სჭირდებათ? მოდით, ჯერ ბოლო კითხვაზე გიპასუხებთ — „ნადირობა“ იკეას ავეჯის გამძლეობაზე ხაზგასმას ისახავს მიზნად.

BOG

პირველ კითხვაზე პასუხი კი შემდეგია: თითქმის ყველა იკეას პროდუქტს აქვს ფარული სტიკერი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ნივთის სახელის, წარმოშობის, საიდენტიფიკაციო კოდისა და წარმოების თარიღის შესახებ. კამპანიაში ჩასართავად მონაწილეებმა უბრალონ უნდა მოძებნონ ეს სტიკერი, ფოტო გადაუღონ და ბრენდის ვებგვერდზე ატვირთონ. წახალისებისთვის საპრიზო ფონდი 2000 ფუნტია, რომელსაც გამარჯვებული იკეას სასაჩუქრე ბარათით მიიღებს. ვიდეოში კი ნახავთ, როგორ მიდის „ნადირობა“:

როგორ მოქმედებს ჰიბრიდული სამსახური თანამშრომელთა კმაყოფილებაზე?

ასობით მოხალისე გარემოსთვის – ბაკურიანის დალაგების ფესტივალი „სადაგისა“ და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართა