იკეა ბევრ რაიმეს კი სთავაზობს მომხმარებლებს, მაგრამ აქედან მთავარი ის არის, რომ ბრენდი გვეხმარება, თავი ავარიდოთ არეულობას. თუ არ გჯერათ, ამაში იკეას უახლესი კამპანიაც დაგარწმუნებთ — გადაწყვიტეს, თქვენთვის ავეჯი კი არ ეჩვენებინათ, არამედ ის კომფორტი, რომელსაც გთავაზობთ, ოღონდ ავეჯის გარეშე. INVSBÅL-ის კოლექცია ზუსტად იმისგან შედგება, რასაც სახელი გვთავაზობთ. უხილავი ნივთებისგან, იქნება ეს სარეცხის კალათები, ფეხსაცმლის სათავსოები, სურათის ჩარჩოები თუ უბრალოდ სათავსოების ყუთი.
შესაბამისად, არჩევანიც მკაფიო, გამჭვირვალე და უფერო ვარიანტებში მერყეობს. ძალიან ხელმისაწვდომიცაა, თითოეული 1 დოლარად შეფასებული. უხილავი ნივთებისთვის ესეც ბევრად შეიძლება გეჩვენებოდეთ, მაგრამ დღეს ხომ პირველი აპრილია… იკეას მომხმარებლები მოტყუვდნენ თუ არა, ეს ცალკე ამბავია, მაგრამ ფაქტია, ამ კამპანიით ბრენდმა შეძლო ეჩვენებინა, თუ რა როლს ასრულებს ჩვენს ყოველდღიურობაში და რა არეულობას გვაცილებს თავიდან.