რამდენიმე თვის წინ იკეამ პორტუგალიაში 20 წელი აღნიშნა და მომხმარებლებს მოუწოდა, გაეზიარებინათ ყველაზე ძველი იკეას ავეჯი, რომელიც სახლში მოეპოვებოდათ. კამპანიის ფარგლებში ათასობით გზავნილი მიიღეს. ბევრი აღნიშნავდა, რომ იკეას ავეჯმა მათ რომანტიკულ ურთიერთობებზე დიდხანსაც კი გაძლო და სწორედ ეს ინსაითი დაედო საფუძვლად ახალ რეკლამას. რაღა თქმა უნდა, ასე იკეა ავეჯის გამძლეობაზე გვესაუბრება.
მოგონილი ამბავი რომ არ გეგონოთ, რამდენიმე კომენტარს გაგიზიარებთ, რომლებიც იკეამ კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებისგან მიიღო:
ანნა-მარია როქი: „ჩემმა Malm-ის კომოდმა 8 ცვლილებას გაუძლო, საძინებლიდან სააბაზანოში გადავიდა, შემდეგ აივანზე, ავტოფარეხში… და საბოლოოდ მაინც საძინებელში დაბრუნდა. იმაზე დიდხანს გაძლო, ვიდრე ურთიერთობამ, რომელიც მისი ყიდვის პერიოდში მქონდა. უფრო ერთგულია!“.
ალენა ჟუჰუნოვა: „წლების მანძილზე ეს საწოლი მრავალი სიცილის, საერთო ოცნებებისა და კამათის მომსწრე გამხდარა… სამწუხაროდ, ურთიერთობამ დროს ვერ გაუძლო, საწოლმა კი ეს შესანიშნავად მოახერხა“.
რუტ ტეიხეირა: „როცა ეს მაგიდა ვიყიდე, სახლში მხოლოდ ორნი ვიყავით, შემდეგ ორი ქალიშვილი გაგვიჩნდა. მასზე გვქონდა რომანტიკული სადილები, ვმასპინძლობდით მეგობრებს, ვმუშაობდით და ვკვებავდით ბავშვებს. ეს მაგიდა ოჯახის ცვლილების, დაშორებისა და ახალი ურთიერთობის დაწყების მომსწრეც გახდა“.
სწორედ მსგავსი ამბები დაედო საფუძვლად იკეას ახალ კამპანიას, რომელზეც Uzina-ს სარეკლამო სააგენტომ იმუშავა, დანარჩენი კი თავად შეაფასეთ: