ავეჯისა და საყოფაცხოვრებო აქსესუარების მწარმოებელმა კომპანია Ikea-მ 2 ვიდეორგოლი გამოუშვა. კამპანია საკომუნიკაციო სააგენტო McCann Spain-თან თანამშრომლობით შეიქმნა. Ikea ფუფუნების საგნებს არ აწარმოებს, თუმცა, სახალისო სიუჟეტის მიხედვით, მისი ადგილი ძვირადღირებულ რეკლამებშიც მოიძებნება.
აღსანიშნავია, რომ კამპანია Ikea-მ გასულ წელს წამოიწყო (ვიდეორგოლით Allen Key) და Epica Awards-ზე (გამომცემელთა და რედაქტორთა საერთაშორისო შემოქმედებითი დაჯილდოება) ოქრო მოიპოვა.